Category Archives: საინტერესო ფაქტები
ლეონიდ ბრეჟნევი – “ეპიზოდი”
მაშინ,როდესაც საბჭოთა კავშირის “გენსეკი” გარდაიცვლებოდა,დასაფლავების დროს,პროცესიას მიჰყვებოდა ის სამხედრო ოფიცერი,რომელსაც წითელ,რბილ ბარხატის ბალიშზე დადებული (საჩვენებლად) მიჰქონდა ის ორდენები და მედლები,რომლებიც საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს სიცოცხლეში ჰქონდა მინიჭებული.
ვილამეტის მეტეორიტი – (როგორ მოიპარეს მეტეორიტი)
ვილამეტის მეტეორიტი (ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – უილამეტის მეტეორიტი) – წარმოადგენს რკინა-ნიკელის ქიმიური შემადგენლობის მქონე მეტეორიტს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე (ორეგონის შტატი) დღემდე აღმოჩენილ მეტეორიტებს შორის ყველაზე დიდი,ხოლო მსოფლიოში სიდიდით მეექვსე მეტეორიტია.
ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსი და “ფარდობითობის თეორიის” ავტორი – ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები),თითქმის არასოდეს იცმევდა წინდებს.
გაიუს ფლავიუს ფიბრიას “ცინიკური პასუხი”
თავხედი ხასიათით ცნობილმა ძველრომაელმა პოლიტიკოსმა,მხედართმთავარმა და კონსულის – გაიუს ლუციუს ვალერიუს ფლავკუსის ლეგატმა – გაიუს ფლავიუს ფიბრიამ (ძვ.წ.აღ-ით II-I საუკუნეები),მას შემდეგ,რაც გაიგო დაჭრილი სახელოვანი და სათნოებით ცნობილი რომაელი იურისტის,
მარია დიკინის მედალი
მარია დიკინის მედალი – წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამხედრო ჯილდოს,რომლითაც ჯილდოვდებიან ის ცხოველები ან ფრინველები,რომელთაც განსაკუთრებული წვლილი დაიდეს ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციაში ერთგული სამსახურისა და სიმამაცისათვის.
ემილ ფრანსუა ზოლას “იდუმალი გარდაცვალების ისტორია”
დიდი ფრანგი მწერალი,პუბლიცისტი,ნატურალიზმის ლიტერატურული მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და პოლიტიკური მოღვაწე - ემილ ფრანსუა ზოლა (1840-1902 წლები),მეუღლესთან – ალექსანდრა მელისთან ერთად,1902 წლის 28 სექტემბერს პარიზში მდებარე ბრიუსელის ქუჩაზე განთავსებულ ბინაში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.
სანტჰარა – (ჯაინიზმის რელიგიური სუიციდი)
ინდოეთში,ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში – ჯინო მაჰავირას მიერ დაარსებულ რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებას,რომელსაც – ჯაინიზმს უწოდებენ,არსებობს ერთობ გავრცელებული პრაქტიკა,სახელწოდებით – “სანტჰარა”.აღნიშნული პრაქტიკა მდგომარეობს იმაში,რომ ჯაინიზმის რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლების მიმდევრები (ძირითადად განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები),
დიოგენე სინოპელი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,ცინიკოსი და კინიკური სკოლის ფუძემდებელი – დიოგენე სინოპელი (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები),ერთ-ერთმა სიმდიდრით სახელგანთქმულმა ბერძენმა საკუთარ მდიდრულ სახლში მიიწვია.დიოგენემ მიწვევა მიიღო და მდიდარ თანამოქალაქეს სახლში ეწვია.
“საფულეს” შესახებ…
საფულე – თანამედროვე პერიოდში ძირითადად ტყავისაგან ან სხვადასხვა სახის ქსოვილისაგან მზადდება.პირველი საფულეების გამოყენება კაცობრიობამ მცირე აზიის დასავლეთით მდებარე ისტორიულ ქვეყანაში – ლიდიაში დაიწყო (დღევანდელი თურქეთი).
ელგუჯა ამაშუკელი – “ქართლის დედის” შესახებ…
“…შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე სიხარულთან ერთად ბევრი ტკივილიც განმიცდია.ვიდრე ჩემს ამა თუ იმ მხატვრულ ჩანაფიქრს ხორცს შევასხამდი,არა ერთი და ორი წინააღმდეგობა გადამილახავს… საერთოდ,ადამიანი ნათელი დღეებით ცოცხლობს,ბოროტს,ცუდს,უსიამოვნოს ის მალე ივიწყებს,თუმცა,არის მოვლენები,რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში ისე მძაფრადაა ჩაკირული,რომ არ ჩამოიშლება.