Category Archives: საინტერესო ფაქტები
პაბლო რუის ი პიკასოს შესახებ…
გენიალურ ესპანელ მხატვარს,სკულპტორსა და “კუბიზმის” ერთ-ერთ ფუძემდებელს – პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები),მისმა საყვარელმა ქალმა – ფრანსუაზამ, 1946 წელს გრანდ-ოგიუსტენის სახელოსნოში მუშაობის დროს ჰკითხა:
იოჰანეს ბრამსის შესახებ…
ერთ-ერთი მაღალი საზოგადოების წვეულების ორგანიზატორებმა,გადაწყვიტეს,რომ საღამოზე გენიალური გერმანელი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი – იოჰანეს ბრამსი (1833-1897 წლები) მიეწვიათ.მანამდე კი,მიაწოდეს იმ ადამიანების სია,რომელთა მიწვევასაც აპირებდნენ და შესთავაზეს,რომ ყველა იმ ადამიანის სახელზე გადაესვა ხაზი,რომლებსაც ესოდენ საპატიო წვეულებაზე დასწრების ღირსად არ მიიჩნევდა.
ემილ ჰერმან ფიშერი – “ეპიზოდი”
დიდი გერმანელი ქიმიკოსი,ბიოქიმიკოსი და სამედიცინო პრეპარატის – “ვერონალის” შემქმნელი - ემილ ჰერმან ფიშერი (1852-1919 წლები),ერთ დღეს ბერლინის ბაღში სეირნოდა,როდესაც მასთან ცნობილი გერმანელი ბელეტრისტი და დრამატურგი – ჰერმან ზუდერმანი მივიდა.მას შემდეგ,რაც ერთმანეთი მოიკითხეს,ზუდერმანმა,ქიმიკოსს უთხრა:
თენსინგ ნორგეის სიტყვა – “ჯომოლუნგმას” დალაშქვრის შემდეგ…
მას შემდეგ,რაც 1953 წლის 29 მაისს,საყოველთაოდ ცნობილმა და ლეგენდარულმა ნეპალელმა შერპმა ალპინისტმა – თენსინგ ნორგეიმ (1914-1986 წლები),ახალზელანდიელ მკვლევართან და ალპინისტთან – სერ ედმუნდ ჰილარისთან ერთად,ისტორიაში პირველად დაიპყრო და ფეხი დაადგა დედამიწის უმაღლეს წერტილს – “ჯომოლუნგმას” მწვერვალს,
გასაოცარი ისტორია “ვუნდერკინდის” – შეიხი შერიხუს შესახებ…
1999 წელს,აფრიკულ პრესაში პირველად გამოჩნდა ინფორმაცია უნიკალური ტანზანიელი ვუნდერკინდის - შეიხი შერიხუს შესახებ.იგი დაიბადა ტანზანიის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ უღარიბეს სოფელში მცხოვრები გლეხების ოჯახში.შერიხუს მშობლები მუსულმანური რელიგიის მიმდევრები და ერთობ მორწმუნეები გახლდნენ (მამა,ადრეულ წლებში მედრესეში სწავლობდა).რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს (როგორც თვითმხილველები ირწმუნებიან),ბავშვმა დაბადებისას ტირილის ნაცვლად,არაბულ ენაზე წარმოთქვა სიტყვები – “ლაილაჰაილლა ლლაჰა!”
ადოლფ ჰიტლერი – “ეპიზოდი”
ნაციონალისტურ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის პრეს-მდივანმა – დრ.სედვიკმა,რომელიც ძალიან დაახლოებული გახლდათ მომავალ რაიხსკანცლერ – ადოლფ ჰიტლერთან,ჯერ კიდევ 1923 წელს ურჩია მას,რომ ის მოკლე ულვაში,რომელსაც იგი ატარებდა,ან საერთოდ გაეპარსა,ან კიდევ ჩვეულებრივი ულვაშის ზომამდე გაეზარდა.
ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია…
1963 წლის 22 ნოემბერს,შუადღის 12:30 წუთზე,ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მომხდარმა საშინელმა მოვლენამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.სწორედ ამ დღეს იქნა მოკლული ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 35-ე პრეზიდენტი - ჯონ ფიცჯერალდ კენედი (1917-1963 წლები).თუ ვის მიერ იქნა ორგანიზებული მკვლელობა დღემდე დავის საგანს წარმოადგენს.
ჯორჯ ვაშინგტონი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტი - ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799 წლები),ახალგაზრდული ასაკიდანვე იტანჯებოდა კბილებზე წარმოქმნილი პრობლემებით (კარიესით).როგორც ცნობილია,იგი თავის პირველ კბილს 22 წლის ასაკში გამოემშვიდობა.
ნაპოლეონ I ბონაპარტის შესახებ…
ერთ-ერთმა უდიდესმა ფრანგმა მხედართმთავარმა მსოფლიო ისტორიაში,საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკურმა ლიდერმა,საფრანგეთის რევოლუციის გენერალმა და “ფრანგთა იმპერატორმა” - ნაპოლეონ I ბონაპარტმა (1769-1821 წლები),სამხედრო სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო,24 წლის ასაკში – გენერლის ჩინი მიიღო,ხოლო 34 წლის ასაკში კი – საფრანგეთის იმპერატორი გახდა.
აგატა კრისტის შესახებ…
დიდი ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი ქალის – დეიმ აგათა მერი კლარისა მალოუენის (1890-1976 წლები),იგივე აგათა კრისტის პირად ცხოვრებაში,ყველაზე საშინელი პერიოდი 1926 წელს დადგა.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი იდუმალებით მოცული გაუჩინარებაც.