Category Archives: საინტერესო ფაქტები

“მამის მიერ,შვილის სიკვდილით დასჯის მოთხოვნა”…

ტომით მარდ კაცს,სახელად რაკოკესს,შვიდი ვაჟი ჰყავდა.უმცროსმა,რომელსაც კარტომესს ეძახდნენ,ბევრი ცუდი გაუკეთა დანარჩენებს.იგი უბოროტესი საქციელებით გამორჩეული პიროვნება გახლდათ,რაც უდიდეს შეურაცხყოფას აყენებდა,თავის უწესიერეს ოჯახს.თავდაპირველად მამა სიტყვებით ცდილობდა ბოროტი სულის პატრონი ვაჟის შეგონებას და აღზრდას,მაგრამ,მისდა საუბედუროდ ვაჟი არ ემორჩილებოდა.

სისიტიები

სისიტიები – უძველეს სპარტაში წარმოადგენდა საჯარო სადილობის სავალდებულო წესს,რა დროსაც ნებისმიერი სოციალური ფენისა თუ სტატუსის მქონე სპარტელ მოქალაქეებს ერთად უნდა ეჭამათ კანონით დადგენილი საერთო საჭმელი.მათ აკრძალული ჰქონდათ სახლში სადილობა,მაგიდასთან მიდგმულ ძვირფას სარეცელზე წამოგორება და დახელოვნებულ მზარეულთა ნახელავი ნუგბარი საჭმელების მირთმევა.

“საოცარი ხუმრობა”

1974 წლის 1 აპრილს,ალიასკაზე (ამერიკის შეერთებული შტატები) მდებარე ქალაქ სიტკას მაცხოვრებლებმა,ქალაქის სიახლოვეს მდებარე ვულკან – ეჯკომის (რომელიც მიძინებული ვულკანების კატეგორიას განეკუთვნება) კრატერიდან ამომავალი შავი კვამლი შეაჩნიეს.აღნიშნულმა ფაქტმა,მოსახლეობაში შეშფოთება და ერთგვარი პანიკა გამოიწვია.

ალბერტ აინშტაინის შესახებ…

მას შემდეგ,რაც 1952 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა ისარელის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი – ხაიმ აზრიელ ვაიცმანი,ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა – დავიდ ბენ-გურიონმა,წარმომავლობით ებრაელ,გენიალურ ფიზიკოსთან და თეორიტიკოსთან - ალბერტ აინშტაინთან გამართა შეხვედრა.

იური გაგარინი სადილად ელისაბედ II-სთან…

1961 წლის ივლისის თვეში,გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ – ლონდონში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი.აღნიშნული აჟიოტაჟის მიზეზი კი,მეტად საპატიო გახლდათ,რადგან მათ ქვეყანას ის ადამიანი (იური გაგარინი) სტუმრობდა,რომელმაც პირველმა “დალაშქრა” კოსმოსი.

ძველეგვიპტელ ვაჭართა ერთ-ერთი წესი…

ის ძველეგვიპტელი ვაჭრები,რომლებიც შორეულ გზაზე მიდიოდნენ საქონლის შესაძენად და ზოგადად რომ ვთქვათ – სავაჭროდ,თან აუცილებლად მიჰქონდათ პატარა თიხის ან ხის სუვენირები,რომელსაც სპეციალურად ამზადებდნენ,თავიანთივე გამოსახულებებით.

“შურისმაძიებლები” – (გერმანელ ფაშისტებზე მონადირეები)

“შურისმაძიებლები” – 1943 წლის 15 ივლისს,მას შემდეგ,რაც ვილნიუსის გეტოში მოქმედი იატაკქვეშა ებრაული მოძრაობის – “გაერთიანებული პარტიზანული ორგანიზაციის” ლიდერი – იცხაკ ვიტენბერგი (1907-1943 წლები) ვილნიუსის გეტოს განადგურების საფრთხის თავიდან ასაცილებლად გერმანელ ფაშისტებს ჩაბარდა (ციხეში ყოფნისას თავი ჩამოიხრჩო),აღნიშნულ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა ცნობილი ებრაელი პოეტი და პროზაიკოსი – აბა კოვნერი.

ხოსე ლუის კალვა ზეპედა – (მექსიკელი კანიბალი მწერალი)

ხოსე ლუის კალვა ზეპედა – დაიბადა 1969 წლის 20 ივლისს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში.იგი გახლდათ ის მექსიკელი მწერალი და პოეტი,რომელსაც სასამართლომ ბრალი დასდო და დაუმტკიცა რიგ მკვლელობებსა და კანიბალიზმში.

“ადამიანების ზოოპარკი” – (ეთნოლოგიური ექსპოზიცია)

“ადამიანების ზოოპარკი” – (მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც – “ეთნოლოგიური ექსპოზიცია”) წარმოადგენდა კაცთა მოდგმის მიერ ჩადენილი რასიზმის,ცინიზმისა და დისკრიმინაციის უთვალსაჩინოეს ნიმუშს,სადაც აფრიკელი (შავკანიანი) და რიგი აზიელი მოსახლეობისა დემონსტრაციულად ჰყავდათ გამომწყვდეული (წარმოდგენილი) ეგრეთ წოდებულ ზოოპარკებში განთავსებულ ღია ან ნახევრად ღია ვოლიერებში.

“პირველი ოპერატორები”

პირველი კომპანია თანამედროვე სამყაროში,სადაც ოპერატორების არსებობის აუცილებლობა წარმოიშვა,გახლდათ სატელეფონო კომპანია – “Bell Telephone Company”,რომელიც დაარსებულ იქნა 1877 წლის 9 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში,შოტლანდიური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი მეცნიერის,გამომგონებელისა და ბიზნესმენის – ალექსანდრე გრეიამ ბელის მიერ.