Category Archives: საინტერესო ფაქტები

რობერტ მეტკლაფის “საოცარი პირობის შესრულება”

რობერტ მეტკლაფი – წარმოადგენს ცნობილ ამერიკელ ინჟინერს,გამომგონებელსა და ელექტრიკოსს.გარდა ამისა,იგი გახლავთ გამოთვლითი ქსელისა (მათ შორის კომპიუტერების) და სატელეფონო მოწყობილობების მწარმოებელი გიგანტური კომპანიის “3Com”-ის დამაარსებელი და Ethernet-ის ტექნოლოგიის გამომგონებელი,რომლის მეშვეობითაც დღესდღეობით მილიონობით ადამიანს აქვს წვდომა ინტერნეტთან.

“ის,აგროვებს ნაყოფს მარადიული ცხოვრებისათვის”

ბულგარეთის დედაქალაქ – სოფიადან,ათი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს სოფელი ბაილოვო.უკვე ათწლეულებია,ყოველ დილით,აღნიშნული სოფლიდან დედაქალაქში ფეხით მიემგზავრება ღარიბულად შემოსილი,სმენადაქვეითებული სათნო სახის ადამიანი,რომელმაც უკვე 99 წელს მიაღწია.

“სამუდამო პატიმრობა მისჯილი ლაბრადორი – პენი”

რაოდენ გასაოცარი და პარადოქსულიც არ უნდა იყოს,შავი ფერის ლაბრადორის ძაღლი,სახელად – პენი,1920-იან წლებში გასამართლებულ იქნა პენსილვანიის შტატის გუბერნატორის კატის მკვლელობისათვის.სასამართლომ მას “სამუდამო პატიმრობა” მიუსაჯა,განაჩენის გასაჩივრების,გადახედვისა და შეწყალების გარეშე.

“ვენაციო” – (გარეულ ცხოველებზე ნადირობა)

უძველეს რომსა და კართაგენს შორის გამართული პუნიკური ომების შემდეგ,რომაელთა გამარჯვებას,”მარადიულ ქალაქში” უამრავი გარეული (მათ შორის ევროპისათვის ეგზოტიკური) ცხოველის შემოყვანა მოჰყვა.ამ მოვლენამ კი,რომაელთა ფანტაზიის შედეგად ჩამოაყალიბა პუბლიკისათვის  სრულიად ახალი “გასართობი” საშუალება,რომელსაც – “ვენაციო” ეწოდა.

ზაჰრა კამალფარი

ზაჰრა კამალფარი – წარმოადგენს იმ ირანელ ლტოლვილ ქალბატონს,რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახლდა,რაც მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტ – “შერემეტოვოს” ტერმინალში ორ შვილთან ერთად 10 თვის მანძილზე (2006 წლის მაისიდან 2007 წლის 14 მარტის ჩათვლით) საშინელ პირობებში მოუწია ცხოვრება.

ადელი ჰიუგო – “ადელის სინდრომის” ფუძემდებელი…

ადელი ჰიუგო – დაიბადა 1830 წლის 27 ივნისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი წარმოადგენდა გენიალური ფრანგი მწერლის და ფრანგული რომანტიზმის თვალსაჩინო თეორიტიკოსის – ვიქტორ-მარი ჰიუგოს ქალიშვილს და ცნობილი ფრანგი კინორეჟისორის – ფრანსუა როლან ტრიუფოს,საყოველთაოდ გახმაურებული კინოფილმის – “ადელი გ-ს ისტორიის” მთავარი გმირის პროტოტიპს (მთავარი როლი ითამაშა ულამაზესმა ფრანგმა მსახიობმა ქალმა – იზაბელ აჯანიმ).

“მეიერის ვერფი” – (მსოფლიოში ყველაზე დიდი ღია დოკი)

“მეიერის ვერფი” – წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ვერფს (გემების სამშენებლო ან სარემონტო საწარმო),რომელიც განლაგებულია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარე ქვემო საქსონიის ქალაქ პაპენბურგში.

ეპიქარმე – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,უკვე ღრმად მოხუცებული ძველბერძენი ფილოსოფოსი,პოეტი და კომედიოგრაფი – ეპიქარმე (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე),თავისივე ასაკის ხალხთან ერთად იჯდა ლესხაში.

ავიაკომპანიების სარეკლამო სლოგანები…

1. “გაშალეთ ფრთები და იფრინეთ!” – Air Malta

პეტრე ბაგრატიონის შესახებ…

პეტრე ბაგრატიონი (1765-1812 წლები) – წარმოადგენდა იმ ეროვნებით ქართველ გენერალს რუსეთის არმიისა,რომელმაც სიცოცხლე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის კეთილდღეობას შესწირა “ბოროდინოს ბრძოლაში”.