Category Archives: საინტერესო ფაქტები

ჰენრი ფორდი – “ეპიზოდი”

გენიალური ამერიკელი მეწარმე,”ფორდის ავტოკომპანიის” ფუძემდებელი და მილიარდელი ბიზნესმენი - ჰენრი ფორდი (1863-1947 წლები),საკუთარი მცირელიტრაჟიანი ფორდის ფირმის ავტომობილით მგზავრობდა,როდესაც გზაზე შემთხვევით შენიშნა გაჩერებული,ზუსტად ისეთივე ავტომობილი,როგორითაც თავად მგზავრობდა.

“სულისშემძვრელი ისტორია”

ჯორჯ იუნიუს სტინი (1929-1944 წლები) – წარმოადგენდა ყველაზე მცირეწლოვან ადამიანს (აფროამერიკელ ბავშვს) ამერიკული მართლმსაჯულების ისტორიაში,რომელიც 14 წლის ასაკში სიკვდილით იქნა დასჯილი.მკითხველო,ქვემოთ მოყვანილი ისტორია გულგრილს არავის დატოვებს,რადგან საქმე ეხება იმ მეტად სულისშემძვრელ ისტორიას,რომლის შესახებაც დავა დღემდე არ წყდება.

განცხადება “სუიციდის” დასაკმაყოფილებლად…

ბერძნების მიერ ძვ.წ.აღ-ით 600 წელს დაარსებულ ძველბერძნულ მასალიის კოლონიაში (თანამედროვე საფრანგეთის ქალაქი მარსელი),კანონით სასტიკად იკრძალებოდა ნებისმიერი მოქალაქის მიერ თვითმკვლელობის ჩადენა.

სერ პატრიკ მენსონი – “ეპიზოდი”

ცნობილი ინგლისელი პარაზიტოლოგი და ტროპიკული მედიცინის “მამად” წოდებული - სერ პატრიკ მენსონი (1844-1922 წლები),ცდილობდა სხვა მედიცინის და მეცნიერთათვის დაემტკიცებინა,რომ იმ პერიოდისათვის საშინელი დაავადების – მალარიის ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი და გადამტანი მიზეზი – კოღო გახლდათ.

მარკიზ დე სადის შესახებ…

ცნობილი ფრანგი მწერალი,ფილოსოფოსი და “ლიბერტინაჟის” ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი,იგივე - მარკიზ დე სადი (1740-1814 წლები) თავისი ათეისტური ხედვებით და ადამიანისათვის იმ სრული თავისუფლების მინიჭების იდეოლოგიით გამოირჩეოდა,სადაც არანაირი მორალური ზღვარი არ არსებობდა.

“ვოინიჩის ხელნაწერი” – (იდუმალი წიგნი)

“ვოინიჩის ხელნაწერი” - გახლავთ საიდუმლოებით მოცული წიგნი,რომელიც დაწერილია 500 წლის წინად,უცნობი ავტორის მიერ,უცნობი ანბანით.ამ საოცარი წიგნის გაშიფვრა არა ერთმა მეცნიერმა სცადა,თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

მარკ ტვენის შესახებ…

გენიალურ ამერიკელ მწერალს –  სამუელ ლენგჰორ კლემენსს (1835-1910 წლები),ყველა მოიხსენიებს,როგორც - მარკ ტვენი,თუმცა ეს მისი ლიტერატურული ფსევდონიმია.გარდა მარკ ტვენისა,მას კიდევ არაერთი ლიტერატურურლი ფსევდონიმი გააჩნდა.

პიტერ ბენჩლი – “ეპიზოდი”

http://j.livelib.ru/auface/016891/l/b2ec/Piter_Benchli.jpgცნობილი ამერიკელი მწერალი - პიტერ ბენჩლი (1940-2006 წლები),გახლდათ ავტორი საყოველთაოდ გახმაურებული რომანისა - “ყბები” (დაწერილი 1971 წელს).აღნიშნული ნაწარმოები ეხება ზვიგენების მიერ ადამიანებზე თავდასხმას და ეს მტაცებელი მწერალს საშინელ სისხლიან მონსტრადაც ჰყავს წარმოჩენილი.

ლევ ტოლსტოის “სკეპტიციზმი”

დიდი რუსი მწერალი - ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები),გახლდათ ავტორი მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი მნიშვნელობის ნაწარმოებისა – “ომი და მშვიდობა”.მწერალმა მასზე მუშაობა 1865 წელს დაიწყო და საბოლოოდ 1968 წელს დაასრულა

ლუი XIV – “ეპიზოდი”

საფრანგეთისა და ნავარის საყოველთაოდ ცნობილმა,”მეფე-მზედ” წოდებულმა ლუი XIV დე ბურბონმა (1638-1715 წლები),გადაწყვიტა საკუთარი შვილისთვის განათლების მიღების მიზნით,