Category Archives: საინტერესო ფაქტები
“ბანზაი-პარაშუტიზმი” – (განსაკუთრებულად საშიში,ექსტრემალური სპორტის სახეობა)
“ბანზაი-პარაშუტიზმი” – წარმოადგენს,იაპონელ ექსტრემალთა მიერ ახლად გამოგონილ,ექსტრემალური სპორტის იმ მეტად საშიშ სახეობას,რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ის ექსტრემალები ასრულებენ,რომელთაც თვით სიკვდილისაც კი არ ეშინათ.
სოკრატე – “ეპიზოდი”
გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსს - სოკრატეს,მაშინ როდესაც სნეულებამ დააუძლურა,მეგობარმა ჰკითხა,თუ როგორ იყო და ზოგადად,როგორ გრძნობდა თავს.რაზეც სოკრატემ მეგობარს მიუგო:
“ერთი ცნობილი სურათის ისტორია”
ზემოთ განთავსებული სურათი,მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა.ოფიციალური მონაცემების თანახმად,იგი არ გახლავთ არც ფალსიფიცირებული და არც რომელიმე კინოფილმიდან აღებული კადრი.
პავსანია კერამეისელის პასუხი – არქელაოსს…
პავსანია კერამეისელი – გახლდათ ის ქალი,რომლის სილამაზესაც მრავალ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად,ეტრფოდა უდიდესი ძველბერძენი ტრაგიკოსი – ევრიპიდე,რომელმაც მის საპატივცემულოდ დრამა – “ქრისიპოსიც” კი დაწერა.
თემისტოკლე – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწე,მხედართმთავარი და “ათენური დემოკრატიის” ფუძემდებელი – თემისტოკლე (ძვ.წ.აღ-ით 524-459 წლები),მიუხედავად დიდი წარმატებებისა,ათენელთაგან დიდად შეურაცყოფილი და ერთი პერიოდის განმავლობაში მიტოვებული აღმოჩნდა.
არისტოტელეს და პლატონის “უთანხმოება”…
როგორც ცნობილია,ანტიკური ხანის გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსებსა და სწავლულებს – არისტოტელეს (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) და პლატონს (ძვ.წ.აღ-ით 427-347 წლები),შორის დიდი უთანხმოება სუფევდა.
“უძველესი სიმღერები და მელოდიები კაცობრიობის ისტორიაში”
პრობლემა უძველესი სასიმღერო ტექსტების შესახებ არსებულ ინფორმაციებზე,თუ როგორ გადასცემდა ადამიანთა მოდგმა მის შემდგომ თაობებს “სიმღერებს და მელოდიებს”,მანამ სანამ გაჩნდებოდა ნოტები,გაშიფრულ იქნა სირიელი სწავლულისა და მეცნიერის – ზიად ადშანის მიერ 2010 წელს.
“სუპერმარკეტის” დაარსების ისტორიიდან…
პირველი პრინციპი თვითმომსახურებისა მაღაზიებში,დანერგილ იქნა კალიფორნიაში (ამერიკა) 1912 წელს.მაშინ,როდესაც ორმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა მაღაზიებმა “ალფა ბეტა ფუდ-მარკეტმა” და “უორდ გროსეტარიამ” (მდებარეობდნენ ოუშენ პარკში),იმის გამო,რომ დაეზოგათ თანხები მომსახურე პერსონალისა,გადაწყვიტეს შეეცვალათ მომსახურების სისტემა მარკეტებში და მომხმარებელს თავად აერჩია ნებისმიერი პროდუქტი,რომლის საფასურსაც მარკეტების თავში განლაგებულ სალროებში გადაიხდიდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
ჭადრაკი – “ეპიზოდი”
1982 წლამდე,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია,ამაოდ ცდილობდა ქვეყნის სახელმწიფო ფინანსთა სამინსტროსგან,რომ ეღიარებინათ და ეცნოთ,ინტელექტუალური სპორტული თამაში “ჭადრაკი” – სასარგებლო სპორტის სახეობად.
ვის გამოხატავს ბანქოს სათამაშო ქაღალდის “მეფეები?!”
თანამედროვე სტანდარტულ ანგლო-ამერიკულ დასტის ბანქოს ქაღალდებზე გამოსახული – “მეფეები”,ან სხვა “გამოსახულებები”,არ აღნიშნავენ რომელიმე კონკრეტულ ისტორიულ ან ბიბლიურ პიროვნებას.