Category Archives: საინტერესო ფაქტები
გიიომ დიუპიუტრენის ბიოგრაფიიდან…
გიიომ დიუპიუტრენი (1777-1835 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ექიმი,ანატომი,საფრანგეთის მეფის ლუი XVIII დე ბურბონის პირადი ექიმი და ცნობილი მეცენატი.ამასთანავე იგი გახლდათ პარიზის მეცნიერებათა აკადემიისა და სამედიცინო აკადემიის სრულფასოვანი წევრი.
ფრანსუა ვიიონის ბიოგრაფიიდან…
მაშინ, როდესაც ერთ-ერთ უდიდეს შუასაუკუნეების ფრანგ პოეტსა და ლირიკოსს - ფრანსუა ვიიონს (1431-1491 წლები) სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს სახრჩობელაზე ჩამოხრჩობით (მას სრულიად უმართებულოდ წარუყენეს ბრალი), დაწერა თავისი უკანასკნელი ლექსი, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს:
“ფიურერბუნკერი”
“ფიურერბუნკერი” – წარმოადგენდა გერმანიის დედაქალაქის ბერლინის ცენტრში,რაიხსკანცელარიის (სამხრეთ-აღმოსავლეთით) შენობის დაბლა განთავსებულ ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ და დაცულ მიწისქვეშა კომპლექსს,სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა ნაცისტური გერმანიის “ბელადმა” – ადოლფ ჰიტლერმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ.
ჯაკომო ანტონიო როსინი – “ეპიზოდი”
გენიალურ იტალიელ კომპოზიტორს და მსოფლიოში სახელგანთქმული ორმოქმედებიანი ოპერის – “სევილიელი დალაქის” (დაწერილი 1816 წელს) ავტორს - ჯაკომო ანტონიო როსინის (1792-1868 წლები),მაშინ როდესაც მისი შემოქმედება და პოპულარობა “პიკს” აღწევდა,მშობლიური ქალაქიდან – პეზაროდან (მარკეს რეგიონი – იტალია),საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.
ელ-ჭექი – “ეპიზოდი”
ყველასათვის ცნობილი,გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში,რომელსაც თან სდევს ქუხილი და მოვიხსენიებთ,როგორც ელ-ჭექი,რა საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს,დადებითი მოვლენის მატარებლადაც იქცევა ხოლომე.
“იანუშ კორჩაკი და 200 წამებული ბავშვი”
იანუშ კორჩაკი (1878-1942 წლები),რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ ერხ ჰენრიხ გოლდშმიდტი,ალბათ მაგალითია იმ პედაგოგიკური აზროვნებისა და ზოგადად,ადამიანური ღირსებისა,რამაც კაცობრიობის ისტორიაში წარუშლელი კაცთმოყვარეობის კვალი დატოვა.
“სარკის” ისტორიიდან…
“სარკე” - ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს საყოფაცხოვრებო ატრიბუტს წარმოადგენს.მისი შექმნის ისტორია სათავეს ჯერ კიდევ 7000 წლის წინ იღებს.არქეოლოგებმა თურქეთში აღმოაჩინეს პოლირებული ნატეხები სარკისა,რომლებიც დამზადებული უნდა ყოფილიყო ვულკანური წარმოშვების მინისაგან.
“საფეხბურთო ბურთის ისტორიიდან”…
1. 1930 წლის მსოფლიოს პირველ ჩემპიონატზე,რომელიც ურუგვაიში იმართებოდა,ფინალურ მატჩზე,სადაც ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები უპირისპირდებოდნენ,დიდი დავა გაიმართა მოწინააღმდეგე გუნდებს შორის იმის თაობაზე თუ რომელი ქვეყნის ბურთით ეთამაშათ ფინალი.
ანტონ ჩეხოვის შესახებ…
1. ცნობილ რუს მწერალს – ანტონ ჩეხოვს (1860-1904 წლები),იმდენად არ უყვარდა წერა საკუთარ თავზე და მისსავე შემოქმედებაზე,რომ განაცხადა კიდეც: “მე მაწუხებს ავადმყოფობა,რომელსაც სახელად ეწოდება: ავტობიოგრაფოფობიაო”.
“სოფისტები” – ეპიზოდი
“სოფისტები” - ფართო გაგებით მახვილგონიერ,პრაქტიკულად გაწაფულ,მოხერხებულ ადამიანებს წარმოადგენდნენ.მიუხედავად იმისა,რომ მათ “ცრუბრძენებად” მოიხსენიებდნენ,”სოფისტების” რიგებში იყვნენ ისეთი გენიოსები,როგორებიც იყვნენ: პროთაგორა,ანტიფონტე,გორგია და სხვები.