Daily Archives: სექტემბერი 17, 2013

რობერტ დე ნიროს მოსაზრებები…

1. „ის, ვინც ბევრს ლაპარაკობს – არაფერი არ იცის. ხოლო ის, ვინც ბევრი იცის, ყოველთვის – დუმს. სწორედ ასე ტრიალებს სამყარო”.

“კიროსის მანიფესტი”

“კიროსის მანიფესტი” - ცნობილი ასევე,როგორც “კიროსის ცილინდრი”,წარმოადგენს თიხისაგან დამზადებულ ცილინდრს,რომელზეც სპარსეთის იმპერიის დამაარსებელმა (აქიმენდიტთა დინასტიის პერიოდში) – კიროს II დიდმა (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 559-530 წლები),დააწერინა თავისი გამარჯვებები,წინაპართა ვინაობები და მის მიერ ჩადენილი ის მოწყალე საქმეები,რაც მას მეფობის პერიოდში ჩაუდენია.

იდი ამინ ადა – “უგანდელი ჯოჯოხეთის მოციქული”

იდი ამინ ადა (1928-2003 წლები) – წარმოადგენდა უგანდის “სამუდამო პრეზიდენტს” 1971-1979 წლებში,აფრიკის ყველაზე სასტიკ,მკაცრ და ტოტალური რეჟიმის დამაარსებელს,რომლის მმართველობას სხვადასხვა მონაცემების თანახმად 300 ათასიდან – 500 ათას ადამიანამდე შეეწირა.

შიო არაგვისპირელის მოგონებებიდან…

“დიდი ვაება განვიცადე,როდესაც სემინარია გავათავე და ცხოვრების წინ დავდეგ,არაფრისთვის მომზადებული.თითქოს მღვდლად უნდა წავსულიყავი,მაგრამ როგორ,როდესაც სრულიად შიშველი მყვეს,მამის გადმოცემაც კი წამართვეს და ეხლა მღვდლად?!

დიმიტრი ყიფიანის წერილი – გრიგოლ ორბელიანს…

“ქალაქში ხმა დაუგდიათ,ყიფიანი პეტერბურგში რჩებაო,ამა და ამ ადგილს აძლევენ და ცოლ-შვილსაც იბარებსო.სხვამ იქნება არა,მაგრამ თქვენ,მგონია,ადვილად დამიჯეროთ,რომ ჩემს სამშობლო-ქვეყნის მიწა-წყალი…

ილია ჭავჭავაძე – გაბრიელ ქიქოძის შესახებ…

“სიბრძნესთან ერთად ორი სიკეთე კიდევ ჰქონდა მომადლებული ღვთისაგან.ერთი ისა,რომ იგი იყო შვილი,სისხლი და ხორცი ამა ერისა, და მაშასადამე,იცოდა რა ტკივილით იმტკივნეულოს,რა სიხარულით ინუგეშოს და მეორე ისა,რომ მოციქულობდა ჩვენის სამშობლო სიტყვითა,იმ ენითა,რომლითაც დღესაც ვადიდებთ ღმერთსა,ვპატრონობთ ქვეყანასა და სულსა და გულს ვაწვდით ერთმანეთსა საუკუნიდამ საუკუნემდე.

ალბერტ აინშტაინის მოგონებებიდან…

“სიმართლეა,რომ ჩემი მშობლები შეშფოთებული იყვნენ,რადგან ენა შედარებით გვიან ავიდგი, და ამ ნიადაგზე ექიმებსაც კი მიმართეს რჩევისთვის.ვერ ვიტყვი,მაშინ რამდენი წლის ვიყავი,მაგრამ არა – სამზე ნაკლების.

“პროკრუსტე” – (პროკრუსტეს სარეცელი)

“პროკრუსტე” - ძველბერძნულ ენაზე აღნიშნავს – “გამჭიმავს”.იგი გახლდათ ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით “დამნაშავე”,რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც “დამასტი” ან “პოლიპემონი”.

“ჰოლბერგის პრემია”

“ჰოლბერგის პრემია” - გახლავთ უდიდესი ნორვეგიული წარმომავლობის მქონე დანიელი მწერლის ლუდვიგ ჰოლბერგის (1684-1754 წლები) ხსოვნის უკდავსამყოფად დაარსებული პრემია.

ფილონ ბიბლოსელი

ფილონ ბიბლოსელი - დაიბადა ახ.წ.აღ-ით 50 წელს ბიბლოსში (ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ფინიკიაში,იგივე ბიბლიური გებალი,რომელიც მდებარეობდა ლიბიაში).იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ფინიკიელი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი,რომელსაც ეკუთვნის ფინიკიის რელიგიის,ისტორიისა და მათი კულტურის აღწერა.