Monthly Archives: ნოემბერი 2013

გაიუს ლელიუსის მსოფლმხედველობიდან…

“ვერ დავეთანხმები იმათ,რომლებმაც სცადეს იმის დამტკიცება,ვითომც სხეულთან ერთად სულიც იღუპება,რომ სიკვდილი წარხოცს ყოველივეს.

მარკუს ტულიუს ციცერონის – “მიმართვა ბრალმდებლებს”…

“რაც უფრო მეტი იქნება დანაშაულის მხილებათა რიცხვი,მით უკეთესი ქვეყნისათვის.იქნებ თავხედობა მართლმსაჯულების შიშმა შეაჩეროს.მაგრამ ბრალმდებლებმა აბუჩად არ უნდა აიგდონ ადამიანები.

ერნსტ მაისტერი – “პოეზიის” შესახებ წერდა…

“ეთიკური და ესთეტიკური,როგორც ჩანს,კვლავ ალტერნატივებია.პოეტი იტყოდა: პოეზია ან – სამსჯავრო.მაგრამ პოეტი არ არის ის,ვისთვისაც პოეზია სამსჯავრო არ არის.

ინგებორგ ბახმანის მოსაზრება…

“განახლებულ ენასთან სინამდვილის შეხვედრა მუდამ იქ ხდება,სადაც გამოცხადების მსგავსი მორალური აღმოჩენა გვატყდება თავს, და არა – იქ,სადაც ვცდილობთ,შევცვალოთ ენა როგორც ასეთი,თითქოს ენას შეეძლოს,ახალი წვდომა მოგვანიჭოს და ის განგვაცდევინოს,რაც არასდროს გამოგვიცდია.

“ქართველი ემიგრანტები”

…ისინი ბევრნი არიან,ძალიან ბევრნი… იმაზე მეტნი,ვიდრე ოდესმე ყოფილან… არიან ყველგან,სადაც კი ფეხი გაუწვდათ,ხელი მიუწვდათ და გულმა გაუწიათ… სადაც კი ვიღაც ეგულებოდათ თავიანთი თვისტომთაგან: 

ლაო-ძი – “ბრძენი ადამიანის” შესახებ…

გენიალური ჩინელი მოაზროვნე,ფილოსოფოსი და დაოიზმის ტრაქტატის – “დაო დე ძინის” ავტორი - ლაო-ძი (ძვ.წ.აღ-ით 579-499 წლები),ბრძენი ადამიანების შესახებ წერდა:

ნაპოლეონ ბონაპარტი “რელიგიის” შესახებ წერდა…

“არ არსებობს საზოგადოება ქონებრივი უთანასწორობის გარეშე.ამდენად,საზოგადოება ვერ იარსებებს რელიგიის გარეშე,რადგან შეუძლებელია დაარწმუნო ადამიანი,რომელიც შიმშილით კვდება,მაშინ როცა სხვა მის გვერდით ფუფუნებაში ცხოვრობს,შეეგუოს ამ უსამართლობას თუ არ იარსებებს ავტორიტეტი,რომელიც ეტყვის მას:

ეროსი მანჯგალაძე – “სამშობლოს სიყვარული!!!”

- გერასიმე სდექ! ასწიე თავი ზევით.სანამ ლაპარაკს დავამთავრებ ფეხი არ მოიცვალო,თორემ ცუდად იქნება შენი საქმე.გერასიმე! ჩემი და შენი წინაპრები,ამ მიწისთვის მუდამ იბრძოდნენ. და თუა რაიმე ღირებული,ვინ სულელს მოეპრიანებოდა ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა.თუ მიხვდი რაიმეს გერასიმე? რა სისხლის ღვრას გადარჩენილან,რამდენ ბრძოლაში.შენ,ყოფილ ისტორიკოსს ჩამოგითვალო შემოსევები?..

ზაქარი ტეილორის შესახებ…

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-12 პრეზიდენტი - ზაქარი ტეილორი (პრეზიდენტობის წლები 1848-1850 წლები),არასოდეს ყოფილა არჩევნებზე და შესაბამისად ხმაც არასოდეს მიუცია რომელიმე კანდიდატისათვის.

იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჯეიმს გარფილდს (1831-1881 წლები),ერთდროულად შეეძლო ცალი ხელით ლათინურად დაეწერა,ხოლო მეორე ხელით ბერძნულად.