Daily Archives: ნოემბერი 9, 2013

მეჰრან კარიმი ნასერი – (საოცარი თავგადასავალი)

მეჰრან კარიმი ნასერი – რომელიც ასევე ცნობილია,როგორც – სერ ალფრედ მეჰრანი,დაიბადა 1942 წელს ირანის ქალაქ მესეჯე-სოლეიმანში.იგი წარმოადგენს იმ საოცარი ისტორიის უმთავრეს გმირს,რომელსაც მისი ცხოვრების 18 წელიწადის გატარება,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის შარ დე გოლის აეროპორტის ტერიმანლში მოუწია.

ტარიელ ჭანტურიას სიტყვიდან…

“თაობა არ შეიძლება ან ნიჭიერი იყოს,ან უნიჭო; ან ზრდილობიანი იყოს,ან უზრდელი; ან ფილანტროპი იყოს,ან მიზართროპი; ან მკვლელი იყოს,ან ჰუმანისტი; ან ნარკომანი იყოს,ან უცოდველი; ან ვაჟკაცი იყოს,ან ლაჩარი;

ფრანსისკო გოია – “გოლიათები”

“გოლიათები” – (მოიხსენიებენ ასევე,როგორც – “პატარა გოლიათები”),წარმოადგენს გენიალური ესპანელი ფერმწერის,გრაფიკოსისა და გრავიორის - ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტეს (1746-1828 წლები) მიერ,1791-1792 წლებში,ტილოზე ზეთის საღებავით შესრულებულ დიდებულ სურათს.

გაიუს სალუსტიუს კრისპუსის ნააზრევი…

1. მეფეებს კარგი ადამიანები უფრო საეჭვოთ ეჩვენებათ,ვიდრე ცუდები.ამიტომაცაა სხვების სიქველე მუდამ შიშს,რომ ჰგვრით.

“უნიკალური მოვლენა”

XV საუკუნეში,ინგლისის მეფის,იორკთა დინასტიიდან – რიჩარდ III-ის (1453-1485 წლები) წინააღმდეგ ბრძოლაში,მომავალ პირველ ინგლისის მეფეს ტიუდორთა დინასტიიდან – ჰენრი VII ტიუდორს (1457-1509 წლები) მხარი აუბა – ჰენრი უაიტმა.

ხუან ლუის ვივესი

ხუან ლუის ვივესი - დაიბადა 1492 წლის 6 მარტს,ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში.იგი გახლდათ ებრაული წარმომავლობის მქონე,დიდი ესპანელი ფილოსოფოსი,ჰუმანისტი და პედაგოგი.

კლაივ სტეიპლზ ლუისი – “ეპიზოდი”

დიდი ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერლის, ღვთისმეტყველისა და სწავლულის - კლაივ სტეიპლზ ლუისის (1898-1963 წლები) ნაწარმოებებსა და პუბლიკაციებს არც ერთი ბრიტანული გამოცემა არ იღებდა და, შესაბამისად არც ბეჭდავდა.

იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაში,1920 წელს შეტანილ იქნა პუნქტი,რომლის თანახმადაც ნებისმიერ ამერიკულ მხატვრულ ფილმში ნამდვილი ფულის გამოჩენა იკრძალებოდა.აღნიშნული კანონი ამერიკაში დღემდე მოქმედებს.შესაბამისად,ამერიკულ მხატვრულ ფილმებში ნაჩვენები არც ერთი კუპიურა “ნამდვილი” არ გახლავთ.

“Teddy bear”-ის ისტორიიდან…

1902 წელს,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - თეოდორ რუზველტი (1858-1919 წლები) თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ გაემგზავრა.ნადირობის ბოლო ეტაპზე,მას შესთავაზეს დაჭრილი შავი ამერიკული დათვისათვის,რომელიც ტირიფის ხეზე ჰყავდათ მიბმული,ესროლა და მოეკლა იგი.