Monthly Archives: დეკემბერი 2013

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – “ეშმაკისა და სასულიერო პირის დიალოგი”

ეშმაკი: “კაცობრიობისადმი ჩემი მტრობა საკუთარი თავის მიმართ შენს მტრობაზე მეტი როდია! შენ ლოცავ მიქაელ მთავარანგელოზს,რომელსაც შენთვის არა ურგია რა! ჩემს სახელს კი შეაჩვენებ ჩემი დაცემის ჟამს,მაშინ როცა ვიყავი და აქამდე ვარ შენი სიმშვიდისა და ბედნიერების მიზეზი! ნუთუ უარყოფ ჩემს წყალობას და არ სცნობ ჩემს სიკეთეს?! შენ ხომ ჩემი არსებობის ჩრდილში ცხოვრობ!

იოსებ სტალინი საბჭოთა პრესის “ცენზურის” შესახებ წერდა…

“კომუნისტური იდეოლოგია,მხოლოდ მაშინ მოიტანს სასურველ ეფექტს,როდესაც ის ჯერ თითოეული საბჭოელის,ხოლო შემდგომ თითოეული “დედამიწელის” გონებაში ღრმად ჩაჯდება…

ტარსილა დუ ამარალი

ტარსილა დუ ამარალი - დაიბადა 1886 წლის 1 სექტემბერს ბრაზილიაში მდებარე კაპივარის მუნიციპალიტეტში,მდიდარი მემამულისა და ყავის პლანტაციების მფლობელის ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ბრაზილიელ მხატვარ ქალსა და ბრაზილიური მოდერნიზმის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს.

მდინარე – “ენა”

“ენა” - (ფრანგულ ენაზე იკითხება,როგორც – “ენ”) გახლავთ მდინარე,რომელიც მიედინება დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში საფრანგეთში.სათავეს იღებს საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით,მაასას დეპარტამენტში მდებარე არგონის ტყეში,სენტ-მენეუსთან ახლოს,ზღვის დონიდან 311 მეტრ სიმაღლეზე.

„დამაკვირდი”

1. „თავისუფლებას ფასი არ აქვს, თუ ადამიანებს შეცდომის დაშვების თავისუფლება არ ეძლევათ”. – მაჰათმა განდი

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. „მე თუ არ დავიწვი, შენ თუ არ დაიწვი, ის თუ არ დაიწვა – აბა ვინღა გაანათებს?”

იცით თუ არა,რომ

1. რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ოჯახი,1918 წელს კომუნისტებმა სამხედრო ტყვეებს დაახვრეტინეს.ერთ-ერთი ჯალათი მათ შორის წარმომავლობით უნგრელი პოლიტიკური მოღვაწე – იმრე ნადი (1896-1958 წლები) გახლდათ,რომელიც შემდგომში უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს წარმოადგენდა.

ანა კალანდაძე – “შენ ისე ღრმა ხარ,ქართულო ცაო”

შენ ისე ღრმა ხარ,ქართულო ცაო,

შენ ისე ღრმა ხარ…

ჰელიოპოლისელი ქურუმის – “ანხუს დარიგებანი”

“ო,რომ მეპოვნა სიბრძნე უთქმელი,აზრი უჩვეულო,სიტყვა ახალი,ჯერ არცნობილი და ჯერ ართქმული,არა მსგავსი წინაპართა ნაუბრისა,დავცლიდი მაშინ წიაღსა ჩემსა ყოვლისაგან,რითაც აღივსო,თავს დავიხსნიდი სიტყვებისაგან,ოდესღაც რომ უთქვამთ,რამეთუ ესაა განმეორება იმისა,რაც სხვამ იმეტყველა,სატრაბახო აქ არაფერია – წინაპართა ნააზრევის გამეორება! 

გლავკონის ფილოსოფიიდან…

“სამართლიანობის ნიღაბს ამოფარებული,უწინარეს ყოვლისა ხელთ იგდებს სახელმწიფო მართვის სადავეს,ვისაც უნდა,იმას მოიყვანს ცოლად,ვისაც უნდა,იმას გაათხოვებს,ვისაც უნდა,იმას დაუკავშირდება და, თანაც,ყოველივე ამას თავისდა სასარგებლოდ და ხელის მოსათბობლად გამოიყენებს,ვინაიდან სულაც არ ეთაკილება უსამართლობა.