Monthly Archives: იანვარი 2014
ნაპოლეონ ბონაპარტისათვის მირთმეული უცნაური ძღვენი…
1815 წლის მარტის თვეში,მას შემდეგ,რაც ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821 წლები) ელბიდან ტრიუმფალურად დაბრუნდა,მისი მომხრეები სხვადასხვა ქალაქებში დიდი და ხმაურიანი დემონსტრაციებით დაუხვდა.
ბიძინა ჩოლოყაშვილის მიმართვა ქსნის ერისთავებს…
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,მარტოდ მიმავალ ერთ კახელ ხუცესს გზად რამდენიმე თურქმანი შემოჰყროდა.”მტერთა მათ და მოშურნეთა ქრისტეს სჯულისათა შეკრეს ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხვიეს საქმე სიბილწისა,რომელ არს ცოდვა სოდომური, და განუტევეს”.წამოვიდა მღვდელი დუშეთს,მივიდა ზაალ ერისთავთან,დაუჩოქა,უამბო თავს გადახდენილი და უთხრა:
“დამაკვირდი”
1. არ არსებობს სიტყვა,რომ გამოხატოს სრულად,თუ რას ნიშნავს დედა და ვინ არის ის ჩვენთვის. – “შანდორ პეტეფი”
თენგიზ ეპიტაშვილი – “ავღანეთში არსებული უმაგალითო მარმარილოს სვეტის” შესახებ წერდა…
“საოცარი ქვეყანაა ავღანეთი.ის თავისი დიდი ისტორიული ტრადიციებითა და გეოპოლიტიკური მდებარეობით დღესაც ანდამატივით იზიდავს ყველა ჯურის დამპყრობელს.თუმცა,ყველა მათგანმა შესანიშნავად იცის,რომ “დანაღმული უდაბნოს” თავისუფლებისმაყვარე ხალხის დამორჩილება უბრალო საქმე სულაც არაა.
რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას რომაელი მისნები მკითხაობისას – “ძერას”…
დიდი ძველბერძენი მწერლის, მითოგრაფისა და ლოგოგრაფის – ჰეროდორე პონტოელის (ძვ.წ.აღ-ით V საუკუნე) ცნობის თანახმად, ძველი რომაელი მისნები ფრთოსან ფრინველებზე მკითხაობის ჟამს ყველაზე დიდ უპირატესობას ძერას ანიჭებდნენ.
ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…
“როგორც სულიერ მოძღვარს და ექიმს,ასევე პედაგოგსაც არ უნდა ამოძრავებდეს სხვა არაფერი,გარდა უშუალოდ თავისი უპირველესი მიზნისა – ასწავლოს ბავშვებს,გაანათლოს ისინი ისე,რომ მათგან დამოუკიდებელი ადამიანები ჩამოყალიბდნენ,რომელთაც მომავალში შეეძლებათ იცხოვრონ და იაზროვნონ საკუთარი გონებით.
ოთარ შალამბერიძის მოგონებებიდან – “გალაკტიონის შესახებ”…
ვერის ხიდს რომ მივუახლოვდი,უცებ მონუსხულივით შევჩერდი.ხიდის თავთან ზორბა ტანის კაცი იდგა,ეხურა საზაფხულო თეთრი შლაპა,ეცვა ასეთივე თეთრი,ფართოჯიბეებიანი ხალათი და განიერი შარვალი.იდაყვებით მოაჯირს დაყრდნობოდა,მარჯვენა ხელის თითები გაბანჯგვლულ წვერში ჩაეყო,იბურჯგნიდა… და მტკვარს გასცქეროდა.
ნიკო ფიროსმანი ამბობდა…
1. “ღმერთო, ნუთუ არ უნდა დადგეს ისეთი დრო, როცა გაუტანლობას, შურს და ამგვარ საქციელს კაცისას სამშობლოს ღალატს დაარქმევენ და ჩვენს მოდგმას იგი საფიქრალ-სადარდებელ საქმედ აღარ ექნება?”
იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის შეერთებულ შტატებში – “დიდი დეპრესიის” პერიოდში (1929 -1939 წლები),ქვეყანაში არსებული ბანკების 44% გაკოტრდა.




“ბინდისფერია სოფელი