Monthly Archives: აპრილი 2014
პიერ ჟან ბერანჟე – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,პარიზის ქუჩებში მიმავალმა ხანდაზმულმა დიდმა ფრანგმა პოეტმა და სატირიკოსმა - პიერ ჟან ბერანჟემ (1780-1857 წლები),რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში,მოწყალება გაიღო და მოწყალების მთხოვნელს გამოწვდილ ქუდში სულ რაღაც ორი გროში ჩაუდო (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფულის უმცირესი ერთეული – მონეტის სახით).
შავ-მწვანე მაიმუნი
შავ-მწვანე მაიმუნი – წარმოადგენს პრიმატების სახეობას ანთისებრთა ოჯახისა და ერთადერთ წარმომადგენელს Allenopithecus-ის გვარისა.მათი გავრცელების უმთვრესი არეალებია ცენტრალურ აფრიკაში განთავსებული – კონგოს რესპუბლიკა (მდინარე კონგოს აუზთან) და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთი ნაწილი.
ჩინური ხვლიკი
ჩინური ხვლიკი – წარმოადგენს პანგოლინების ძუძუმწოვრების რიგის ცხოველსა და სამი სახეობიდან ერთ-ერთი ხვლიკის სახეობას.მათი გავრცელების უმთავრეს არეალს წარმოადგენს ჩინეთი,ბირმა,ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ასამის შტატი,ნეპალის ჩრდილოეთი და ჰიმალაის მთების აღმოსავლეთ ნაწილები.
პროტოსფირენა
პროტოსფირენა – წარმოადგენს ქორდიანების ტიპის,ერთ-ერთი გადაშენებული სხივფარფლიანი და ძვლოვანი კლასის თევზების ჯგუფს პროტოსფირენასებრთა ოჯახისა.რიგი სპეციალისტებისა,იშვიათად,აღნიშნული სახეობის თევზს,პაჰიკორმიდამების ოჯახის რიგს განაკუთვნებენ.თუმცა უნდა ავღნიშნოთ ისიც,რომ ისინი ძალიან ჩამოჰგავს თანამედროვე იალქნოსან თევზებსა და შიმშერებს.
კიროს II დიდის პასუხი ბერძნებს “იგავ-არაკის” სახით…
სპარსეთის იმპერიის ფუძემდებელმა და სპარსეთის მეფემ – კიროს II დიდმა (ძვ.წ.აღ-ით 593-530 წლები),ჯერ კიდევ ლიდიელების წინააღმდეგ გალაშქრებამდე შესთავაზა კავშირი ბერძნებს.თუმცა ფრთხილმა ბერძნებმა კიროსს არც ჰო უთხრეს და არც არა.მას შემდეგ,რაც სპარსთა მეფემ კროისოსი დაამარცხა,ბერძნებმა მასთან უმალვე აფრინეს მაცნეები,რომლებმაც სპარსელებს გამარჯვება მიულოცეს და მის მოკავშირედ გახდომის სურვილი გამოთქვეს.თუმცა,გონიერმა კიროსმა ბერძნების შეთავაზებულ წინადადებას ერთი საინტერესო იგავ-არაკით უპასუხა:
ჩარლზ რობერტ დარვინი – “ტუბერკულოზის” შესახებ წერდა…
დიდი ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური - ჩარლზ რობერტ დარვინი (1809-1882 წლები),რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ, XIX საუკუნეში ევროპაში გავრცელებული,იმ დროისათვის ერთ-ერთი უკურნებელი სენის – “ტუბერკულიოზის” შესახებ წერდა:
უილიამ გლადსტონის “სულისშემძვრელი სიტყები”
მას შემდეგ,რაც 1850 წელს გაერთიანებული სამეფოს რიგით 41-ე პრემიერ-მინისტრსა და მწერალს – უილიამ გლადსტონს (1809-1898 წლები),უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს და 4 წლის მცირეწლოვანი ქალიშვილი გარდაეცვალა,საკუთარ დღიურში,მორალურად განადგურებულმა მამამ,შემდეგი სულისშემძვრელი სიტყვები ჩაწერა:
ილია ჭავჭავაძის ნააზრევი…
“ვაი იმ ხალხს,რომელსაც ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას,საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა,საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა,საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისთვის,საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათი!”
ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების უკანასკნელი დღეები…
მიუხედავად ალკოჰოლური სასმელისადმი განუზომელი სიყვარულისა,ალექსანდრე მაკედონელის მიმსგავსება კალიგულასთან და ნერონთან – გარყვნილ რომაელ იმპერატორებთან – რომლებმაც მთელი ცხოვრება გამოუფხიზებელ ლოთობასა და არნახულ უზნეობაში გაატარეს,არ შეიძლება.
ანატოლ ფრანსის ბიოგრაფიიდან…
დიდი ფრანგი რომანტიკოსი მწერალი,ლიტერატურული კრიტიკოსი და ნობელიანტი ლიტერატურის დარგში – ანატოლ ფრანსი (1844-1924 წლები),იგივე – ანატოლ ფრანსუა ტიბო,იეზუიტთა კოლეჯში სწავლობდა,თუმცა მისი აკადემიური განათლება იმდენად დაბალ დონეზე იდგა,რომ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გამოცდაზე ჩაიჭრა და საბოლოოდ კოლეჯის დამთავრება მხოლოდ 20 წლის ასაკში მოახერხა.