Daily Archives: აგვისტო 29, 2014

დევიდ ერიკ გროლი – კურტ დონალდ კობეინის შესახებ წერდა…

დიდი ამერიკელი მუსიკოსი და როკ-ჯგუფის “Nirvana”-ს ვოკალისტი – კურტ დონალდ კობეინი (1967-1994 წლები),დაქორწინებული გახლდათ ასევე დიდ ამერიკელ როკ-მუსიკოს ქალზე და როკ-ჯგუფის “Hole”-ს სოლისტზე – კორტნი მიშელ ლავზე.

ჯაკარანდა

ჯაკარანდა – წარმოადგენს ორლებნიან ბიგნონიასებრთა ოჯახის ერთ-ერთი ულამაზესი სახეობის მცენარეს.აღნიშნული სახეობის მცენარეთა გავრცელების უმთავრესი არეალი და შეიძლება ითქვას სამშობლო,სამხრეთ ამერიკაში მდებარე – ბრაზილიაა.

ბალთაზარ გრასიან-ი-მორალესის მოსაზრებები…

1. “უმჯობესია მოტყუვდე ფასში,ვიდრე – საქონელში”.

რაფაელო ჯიოვანოლის რომანიდან – “სპარტაკი”

” – ოჰ,წყეულიმც იყოს უკუნისამდე პირველი ადამიანის სახელი დედამიწაზე,რადგან მისი ჩამომავალნი ორ ტომად არიან დაყოფილნი: თავისუფლებად და მონებად”

ჰანბოკი – (კორეელთა ეროვნული სამოსი)

ჰანბოკი – რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში მოიხსენიებენ,როგორც – ჩოსონოტი,წარმოადგენს კორეელთა ეროვნულ და ტრადიციულ  სამოსს.სიტყვა-სიტყვით – ჰანბოკი – “კორეელთა ტანისამოსს” აღნიშნავს.ცნობილია,რომ კორეეელებს იმთავითვე ჩაცმის განსაკუთრებული სტილი ჰქონდათ.

იცით თუ არა,რომ

1. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი შემდეგი სიტყვებით აღწერა: “ბრიჯიტ ბარდო კალიგულას თვალებით”.

ოროპენდოლა-მონტესუმა

ოროპენდოლა-მონტესუმა – წარმოადგენს ტრუპიალისებრნთა სახეობის ულამაზეს მგალობელ ფრინველს.მათი გავრცელების უმთავრესი არეალი ცენტრალური ამერიკის ტერიტორიის დაბლობებია,კერძოდ კარიბის კუნძულების სანაპიროები,მექსიკის სამხრეთ აღმოსავლეთი და პანამის ცენტრალური რეგიონები.

“ქალების ციხის” დაარსების ისტორიიდან…

პირველი “ქალების ციხე” 1869 წელს გახსნილ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში,კერძოდ – ინდიანას შტატში.მანამდე კი,დაკავებული ქალები სხვადასხვა ჩვეულებრივი ციხეების განცალკევებულ ბლოკებში ჰყავდათ განთავსებული.

C/1996 B2 (კომეტა – “ჰიაუტაკე”) – (კომეტის ყველაზე გრძელი კუდი)

C/1996 B2 – წარმოადგენს ხანგრძლივპერიოდულ კომეტას,რომელიც აღმოჩენილ იქნა 1996 წლის 30 იანვარს იაპონელი მოყვარული-ასტრონომის – იუძი ჰიაუკატეს მიერ. C/1996 B2 აღნიშნული კომეტის სამეცნიერო და ოფიციალური სახელწოდებაა,თუმცა მას მეცნიერები ხშირად აღმომჩენის სახელით – “ჰიაუტაკე”-თიც მოიხსენიებენ.