Daily Archives: აგვისტო 25, 2014
ოთარ ჩხეიძე წერდა…
“იცით რა? ხნულის გავლებაც რთულია და ვაზის მოყვანაც,მაგრამ საქართველო… ხომ ეს პურის ყანები და ეს ვენახებია.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ქართველი კლასიკოსი მწერალი – კონსტანტინე გამსახურდია,კომუნისტებისათვის სათაყვანებელი “დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციისადმი” მიძღვნილი ღონისძიებების დღეს – 7 ნოემბერს,მის მეუღლეს მირანდა ფალავანდიშვილს გლოვის ნიშნად – ლობიოს ახარშვინებდა,თავად კი ქართულ ეროვნულ სამოსში – ჩოხაში ეწყობოდა.
სტივენ ედვინ კინგი – “ეპიზოდი”
1970-იან წლებში ამერიკული გამომცემლობები “არასარსურველი” და “არაპოპულარული” მწერლების მხოლოდ ერთ ნაწარმოებს აქვეყნებდნენ წელიწადში.იმ პერიოდისათვის ამერიკელი მწერალი - სტივენ ედვინ კინგი საზოგადოებისათვის უცნობი მწერალი იყო და შესაბამისად მისი ნაწარმოებებიც ამერიკული საგამომცემლო სახლების მიერ დაწესებულ წესს ექვემდებარებოდნენ.
მიხეილ ბულგაკოვი – “ეპიზოდი”
დიდი რუსი მწერლისა და დრამატურგის – მიხეილ ბულგაკოვის (რიგით მეორე) მეუღლე – ლიუბოვ ბელოზიორსკაია ირწმუნებოდა,რომ,მისმა ქმარმა თავისი შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო რომანზე “ოსტატი და მარგარიტა”-ზე მუშაობა 1929 წელს მას შემდეგ დაიწყო,
ფრაზეოლოგია “მწერლების” შესახებ…
1. “ნამდვილი მწერლები – კაცობრიობის სინდისი არიან”. – ლუდვიგ ფეიერბახი
შოთა ნიშნიანიძე – “გული”
როგორც ჩიტი გალიაში,როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ,სიცოცხლის სანთებელა,
სამანტა სმიტი – “ეპიზოდი”
“მსოფლიოს პატარა ელჩად” წოდებული ამერიკელი გოგონა – სამანტა სმიტი,რომელიც “ცივი ომის” ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ იქნა მიჩნეული, 1983 წლის დეკემბრის თვეში მიწვეულ იქნა “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში,სადაც იმართებოდა ბავშვთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ქალაქ კობეში.
რობერტ ლუის სტივენსონი – “ეპიზოდი”
დიდი შოტლანდიელი მწერალი,პოეტი და ინგლისური ნეორომანტიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი - რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894 წლები),დიდი ხნის მანძილზე იტანჯებოდა ფილტვების ტუბერკულოზით.მოგვიანებით,მას მარჯვენა ხელი წაერთვა,რის გამოც წერას ვეღარ ახერხებდა.
ვოლტერი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს პრუსიის მეფემ ფრიდრიხ II-მ თავისთან მიიწვია გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი,უფლებადამცველი და პროზაიკოსი – ფრანსუა-მარი არუე (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერი.
გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი – “ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი ფილოსოფოსის,ლოგიკოსის,მათემატიკოსისა და ლინგვისტის – გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის (1646-1716 წლები) პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია.თუკი ვინმე მის ცხოვრებაზე ჩამოაგდებს საუბარს,უმალვე იტყვის,რომ ლაიბნიცმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სრულ “მარტოსულობაში” გალია და ერთადერთი ქალი რომელსაც სიცოცხლე მიუძღვნა – მეცნიერება იყო.