Daily Archives: თებერვალი 20, 2015
საფარმურატ ნიაზოვი (თურქმენბაში) – “ეპიზოდი”
ცენტრალურ აზიაში მდებარე თურქმენეთის აწ გარდაცვლილმა “თურქმენბაშად” წოდებულმა “მუდმივმა პრეზიდენტმა” – საფარმურატ ნიაზოვმა (1940-2006 წლები),რომელიც მეტად “ორიგინალური” გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდა,თავისი ქვეყნის მოქალაქე მამაკაცებს კატეგორიულად აუკრძალა წვერ-ულვაშის ტარება,ხოლო მანდილოსან თურქმენ ტელეწამყვანებს კი ყოველგვარი მაკიაჟის გაკეთება და შესაბამისად,კოსმეტიკის გამოყენებაც.
ფრანსუა დიუვალიე – “ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას არაერთი ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმული დიქტატორი ახსოვს.მათ შორს “საპატიო” ადგილს იკავებდა კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულოვანი ქვეყნის – ჰაიტის რესპუბლიკის “უკვდავად” წოდებული პრეზიდენტი – ფრანსუა დიუვალიე (1907-1971 წელს).იმის დასადასტურებლად,რომ ჰაიტის პროფესიით ექიმი პრეზიდენტი ნამდვილი შიზოიდი იყო,რამდენიმე ფაქტს მოვიყვან მისი ბიოგრაფიიდან.
მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო – “ეპიზოდი”
1596 წელს,გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა და ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორად წოდებულმა - მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯომ (1571-1610 წლები),თავისი პირველი ნატურმორტი,სახელწოდებით – “კალათა ხილით” დახატა.
ვასილი პოლინოვი – “ეპიზოდი”
1888 წელს – ისტორიული და პეიზაჟური ჟანრის დიდოსტატმა რუსმა მხატვარმა – ვასილი პოლინოვმა (1844-1927 წლები) დახატა ბიბლიური მოტივის მქონე შესანიშნავი სურათი – “ქრისტე და ცოდვილი ქალი”.აღნიშნულ ტილოზე ასახულია იოანეს სახარების მერვე თავში მოყვანილი საყოველთაოდ ცნობილი ეპიზოდი უფალი ჩვენი იესო ქრისტესა და ცოდვილი ქალის შესახებ.