Daily Archives: ივნისი 3, 2015
კრისტოფ ვილიბალდ გლუკი – “ეპიზოდი”
კლასიკური ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიელ კომპოზიტორს - კრისტოფ ვილიბალდ გლუკს (1714-1787 წლები),ერთ დღეს ცნობისმოყვარე პიროვნებამ,თუ რა უფრო უყვარდა ამქვეყნად ყველაზე მეტად.
სპარტელი მებრძოლების შესახებ…
ბრძოლის წინ სპარტის მეფე ყოველთვის სწირავდა მსხვერპლს მუზებს.ამით,როგორც ჩანს,იგი თანამემამულეებს ახსენებდა მიღებულ აღზრდას და სამშობლოს ადათებს,რათა ყოველგვარ განსაცდელს მომზადებული შეხვედროდნენ და ბრძოლის ჟამს სამრადისო ხსოვნის ღირსი მამაცური საქმეები ჩაედინათ.
იოსებ სტალინი & ნიკოლოზ ბაიბაკოვი
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,მაშინ,როდესაც საბჭოთა კავშირი გადამწყვეტ სამხედრო დაპირისპირებაში იყო ჩართული ფაშისტურ გერმანიასთან,აუცილებელი გახდა ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენა.
კალიმაქე კირენელი
კალიმაქე კირენელი (იგივე – კალიმაქოსი) – დაიბადა დაახლოებით 315-310 წლების პერიოდში თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე არსებულ ანტიკური ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერძნულ ქალაქ – კირენაში.იგი წარმოადგენდა ალექსანდრიული პოეზიის,მეცნიერებისა და ბიბლიოგრაფიის ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელს.
სოკრატეს ნააზრევი…
“ბრძენკაცებთან საუბრისას ნამდვილი აბეზარივით ვიქცევი.შესაძლოა,სწორედ ესაა ჩემი ერთადერთი ღირსება,დანარჩენისა კი რა მოგახსენოთ.საგანთა ნამდვილი ბუნება ხელიდან მისხლტება, და მე ვიცი,რას წარმოადგენს იგი.აი,ამის სარწმუნო საბუთიც: ყოველთვის,როცა მცოდნე და თავისი სიბრძნით მთელს ელადაში სახელგანთქმულ ხალხს ვხვდები ხოლმე,თვალნათლივ ვრწმუნდები ჩემს უმეცრებაში.
ინციდენტი სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,აღმოსავლეთ აზიაში მდებარე – სამხრეთ კორეის რესპუბლიკასა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის მეტად დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა სუფევს.ამ ორი მოძმე ერის შვილებს შორის გავლებული სახელმწიფო საზღვარი კი მსოფლიოში ყველაზე დაცულ საზღვრად არის მიჩნეული.