Monthly Archives: მაისი 2015
იოჰენ რინდტი – “ეპიზოდი”
იოჰენ რინდტი (1942-1970 წლები) – წარმოადგენდა მსოფლიოს ჩემპიონატის ავტორბოლის – “ფორმულა-1″-ის ისტორიაში იმ ერთადერთ ავსტრიელ პილოტს,რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1970 წელს,გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.
საინტერესო განცხადება…
1960-იან წლებში სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მდებარე – ისრაელის სახელმწიფოს მოსახლეობა საშინელმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი გაზეთებში გამოქვეყნებული უამრავი უცნაური და შეიძლება თამამად ითქვას,ანეკდოტური შინაარსის მქონე განცხადებებისა.
“რიჩარდ ნიქსონის 20 კაციანი პირადი მტრების სია”
ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მეხსიერებაში შედგენილი აქვს ეგრეთ წოდებული “შავი სია”,რომლებშიც შეყვანილი ჰყავთ არა მარტო დიდი ხნის მტრები და ყოფილი მეგობრები,არამედ ნათესავებიც კი. და როგორც წესი,რაც უფრო წარმატებული ხდება ესა თუ ის პერსონა,მით უფრო მრავლდება აღნიშნული ცხრილის წევრების ბინადართა რაოდენობა.
კარლ ფრიდრიხ მაის შესახებ…
კარლ ფრიდრიხ მაი (1842-1912 წლები) – წარმოადგენდა გამოჩენილ გერმანელ მწერალს,პოეტს,კომპოზიტორსა და ავტორს მრავალი გახმაურებული სათავგადასავლო რომანისა (ძირითადად ინდიელებზე და ველურ დასავლეთზე).
ამბიდექსტრია
ამბიდექსტრია – წარმოადგენს ადამიანის გენეტიკურად თანდაყოლილ ან სპეციალური ვარჯიშის შედეგად გამომუშავებულ უნარს,მარჯვენა და მარცხენა ხელის კიდურების ერთნაირი სიმარჯვით,სწრაფად და ეფექტურად განვითარება-გამოყენებისა.
სიამის ნიანგი
სიამის ნიანგი – წარმოადგენს ქვეწარმავალთა რიგის წარმომადგენელს ნამდვილი ნიანგების ოჯახიდან,რომელთა გავრცელების უმთავრესი არეალებია სამხრეთ-აღმასავლეთ აზიაში მდებარე ქვეყნები – კამბოჯა,ინდონეზია,ტაილანდი,მალაიზია,მიანმარი,ლაოსი,ვიეტნამი და მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძული – კილიმანტანი.
რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს ნორვეგიელთათვის – სკრეპი?
1899 წელს ნორვეგიელი გამომგონებელის,საპატენტო ბიუროს კლერკისა და ინჟინრის – იუჰან ვოლერის (1866-1910 წლები) მიერ შექმნილი და დაპატენტებული ერთ-ერთი საკანცელარიო ნივთი – სკრეპი,ნორვეგიელთათვის უდიდესი სიმბოლური დანიშნულების მქონე საგანია.
ლეო XIII – “ეპიზოდი”
რომის კათოლიკური ეკლესიის იტალიელ საჭეთმპყრობელს ლეო XIII-ს (1810-1903 წლები),რომელმაც თავისი მოღვაწეობის განმავლობაში წინამორბედ პაპებზე გაცილებით მეტი – 88 ენციკლიკა გამოაქვეყნა (საჯარო წერილი,რომლითაც პაპი მიმართავს მთელ ეკლესიას სამოძღვრო,ზნეობრივ ან სოციალურ საკითხებზე) და რომელსაც ასევე ეკუთვნის რეკორდი რომის პაპთა შორის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლისა (93 წელიწადი იცოცხლა),განსაკუთრებით უყვარდა XIX საუკუნის ევროპასა და ამერიკაში ერთობ პოპულარული ღვინის – “მარიანი”-ს მირთმევა.
ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული გერბი
ცენტრალურ აზიაში მდებარე – ყირგიზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დამადასტურებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო – „ყირგიზეთის ეროვნული გერბი”,დამტკიცებული იქნა 1994 წლის 14 იანვარს ქვეყნის უმაღლესი საბჭოს – “ჟოგორკუ კენეშა”-ს მიერ (ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანო,იგივე – პარლამენტი).
იცით თუ არა,რომ
1. მალტის დედაქალაქ – ვალეტაში,რომელსაც სახელი მალტის ორდენის დიდი მაგისტრის – ჟან პარიზო დე ვალეტას (1495-1568 წლები) საპატივცემულოდ ეწოდა,ისევე,როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით,არც ერთი მდინარე არ მიედინება.საყურადრებოა ის გარემოებაც,რომ მალტის რესპუბლიკა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში,სადაც მდინარე არ არსებობს.