Daily Archives: მაისი 8, 2015
ჯორჯ ეისერი – (გენიალური ცალფეხა სპორტსმენი)
ჯორჯ ეისერი – დაიბადა 1871 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კილში.იგი წარმოადგენდა გერმანული წარმომავლობის მქონე იმ გენიალურ ტანმოვარჯიშესა და მძლეოსანს,რომელმაც ოლიმპიადების ისტორიაში,როგორც ერთადერთმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენმა,შესძლო 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება.
ფრანკლინ დელანო რუზველტი ამბობდა…
“უფალმა ეს სამყარო იმისთვის არ შექმნა,რომ მას ერთი მუჭა ხალხი მართავდეს”.
“შავი ქები” – (ეპიზოდი)
“ნისლიანი ალბიონის” დედაქალაქ ლონდონში მოძრავი ტაქსები,რომლებსაც ზედსახელად “შავ ქებებს” უწოდებენ,მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებაა.
“გორდიას კვანძი”
“გორდიას კვანძი” – ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა ფრიგიის მეფის – გორდიას მიერ ურთულესი მეთოდით დახლართულ კვანძს,რომლის შესახებაც ორაკულებს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდათ,რომ თუკი ვინმე მის გახსნას შეძლებდა,აზიის მბრძანებელი გახდებოდა.
პენ ეტუისლის შესახებ…
პენ ეტუისლი (1908-1932 წლები) – წარმოადგენდა იმ უელსელ მსახიობ ქალს,რომელმაც სახელი გაითქვა არა სამსახიობო ტალანტით,არამედ იმით,რომ “ჰოლივუდის სიმბოლოდ” აღიარებული “H” ასოდან გადმოხტომით დაასრულა სიცოცხლე.
წმინდა ელენეს კუნძული – “ეპიზოდი”
ატლანტის ოკეანეში მდებარე და დედამიწის ყველაზე მივარდნილ ადგილად აღიარებულმა - წმინდა ელენეს კუნძულმა,რომლის ფართობი სულ რაღაც 122 კვადრატული კილომეტრია,მსოფლიოში იმით გაითქვა სახელი,რომ მასზე 1815 წლის 17 ოქტომბერს,ინგლისელთა გადაწყვეტილებით გადასახლებული იქნა ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხედართმთავარი – ნაპოლეონ ბონაპარტი.
ჟესტების ენა – “ეპიზოდი”
ჟესტების ენას,რომელსაც სმენადაქვეითებული ადამიანები გამოიყენებენ ერთმანეთთან კონტაქტისათვის,
ალმასის შესახებ…
ალმასი – წარმოადგენს ნახშირბადის კუბური ალოტროპიული ფორმის მქონე ერთ-ერთ უძვირფასეს ბუნებრივ მინერალს,რომელსაც ძალუძს განუსაზღვრელად დიდი ხნის განმავლობაში იარსებოს.ძველი ბერძნები ალმასს – “ღვთის ცრემლებად” და “ვარდნილი ვარსკვლავების ნამსხვრევებად” განიხილავდნენ.
რობერტ შუმანის საფოსტო მარკა – “ეპიზოდი”
1956 წელს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში,გენიალური გერმანელი კომპოზიტორის,პიანისტისა და მუსიკათმცოდნის – რობერტ შუმანის გარდაცვალებიდან ასი წლის აღსანიშნავად,სპეციალურად იქნა დაბეჭდილი და გამოცემული საფოსტო მარკები.მათზე გამოსახული გახლდათ რობერტ შუმანის პორტრეტი,ხოლო პორტრეტის უკანა ფონზე კი მუსიკალური ნოტები.
პეტრე I დიდი – “ეპიზოდი”
რუსეთის საიმპერატორო ტახტზე ახლად ასული პეტრე I დიდი (1672-1725 წლები),უდიდესი დილემის წინაშე აღმოჩნდა,რადგან მთელ საიმპერიო ჩინოვნიკებსა და ბიუროკრატიულ აპარატში ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული სახელმწიფო თანხების დატაცება-მითვისება და კორუფცია.