Daily Archives: მაისი 24, 2015
ჟაკ-ანრი ბერნარდენ დე სენ-პიერი წერდა…
“საუკეთესო წიგნი წიგნთა შორის – სახარება – მხოლოდ თანასწორობას,მეგობრობას,ადამიანურობასა და თანხმობას რომ ქადაგებს,საუკუნეთა განმავლობაში ევროპელთა სიშმაგის საბაბი გახდა.
ჯეიმზ კუკი – “ეპიზოდი”
დიდმა ინგლისელმა მკვლევარმა,კარტოგრაფმა,რიგი გეოგრაფიული აღმოჩენების ორგანიზატორმა და მოგზაურმა – ჯეიმზ კუკმა (1728-1779 წლები),თავისი მეორე მოგზაურობისას მელანეზიაში,წყნარ ოკეანეში მდებარე ახალი კალედონიის კუნძულების აბორიგენ მოსახლეობას საჩუქრად გარეული ღორი (ტახი) ჩაუყვანა,ხოლო მეორე მოგზაურობისას ტაიტისა და ახალი ზელანდიის მკვიდრებს კი საჩუქრად თხა გადასცა.
გილიოტინა – “ეპიზოდი”
საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომი ეპოქის რეპრესიების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო – “გილიოტინა”,იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ მოსახლეობაში,რომ აღნიშნული სიკვდილის მანქანის მოწყობილობის მინიატურული მოდელების დამზადებაც დაიწყეს.
მიქელანჯელო ბუონაროტის გენიალური ქმნილების – “განკითხვის დღის” შესახებ…
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე,რომის პაპი კლიმენტი VII,იტალიის ქალაქ სან-მინიატოში შეხვდა გენიალურ იტალიელ მხატვარსა და მოქანდაკეს – მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონს.სპეციალისტთა ვარაუდით,შესაძლოა სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყვეტილიყო ვატიკანში განთავსებულ “სიქსტეს კაპელის” (რომის პაპების ოფიციალურ რეზიდენცია) საკურთხევლისათვის - “განკითხვის დღის” ფრესკის დაწერა.
კაპუტი – “ეპიზოდი”
პირველი ფულის გამოჩენამდე,უძველესი ადამიანები ერთმანეთთან ვაჭრობას ბარტერული მეთოდებით აწარმოებდნენ.მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის რიგ ეტაპებზე,დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მაცხოვრებელი ხალხი ფულად ერთეულად გამოიყენებდა – საპონს,სპილოს კუდის თმებს,კაკაოს,დათვის კბილებს,მარილს,ცხოველების ტყავს,თამბაქოს,მარცვლეულს,ჩაის,უზარმაზარი მოცულობის მქონე ქვის მონეტებს (ზოგიერთი მონეტის წონა 4 ტონასაც კი აღემატებოდა) და სხვა ამა თუ იმ საგანსა და პროდუქტს.
იდი ამინ დადა ამბობდა…
1. „ჩვენ, აფრიკელები ვალდებული ვიყავით ევროპელები გვემართა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა”.
თამარ გაბროშვილის “მზის აკორდები”-დან…
“მუხაზე ჰკიდია
გრძელი საქანელა,
გაქანდები ბავშვი ხარ,
გამოქანდები და -
უკვე მოხუცი”.
ლუციუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსის შესახებ…
ლუციუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსი (161-192 წლები) – წარმოადგენდა რომის იმპერიის ისტორიაში იმ ერთ-ერთ უსასტიკესს,ექსტრავაგანტულ და ეპატაჟურ იმპერატორს,რომლისთვისაც დამახასიათებელი გახლდათ ეგრეთ წოდებული “შავი იუმორი”,გემოთმოყვარეობა და ქალის ტანისამოსით სიარული.
“ცრემლების კედელი”
სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით,წყნარ ოკეანეში მდებარე არქიპელაგს – გალაპაგოსის კუნძულებს,სახელი განსაკუთრებით გაუთქვა დიდმა ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა – ჩარლზ რობერტ დარვინმა,რამეთუ სწორედ აღნიშნულ არქიპელაგზე ჩატარებული კვლევების შედეგად შექმნა მან თავისი ცნობილი “დარვინის ევოლუციის თეორია” (სახეობათა წარმოშობა).