Daily Archives: მაისი 27, 2015
პლატონის ფილოსოფიიდან…
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ლეგენდად ქცეული ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი – პლატონი (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 427-347 წლები),მოითხოვდა,რომ ადამიანები წარმოვიდგინოთ იმ ფანტასტიკური არსებების სახით,რომელთა შესახებაც იგავურად მოგვითხრობდნენ წინაპრები.
შარლ დე გოლი – “ეპიზოდი”
1940 წლის 18 ივნისის საღამოს 6 საათზე,ფრანგი ხალხისათვის ჯერ კიდეც უცნობმა საფრანგეთის არმიის გენერალმა – შარლ დე გოლმა,ლონდონში განთავსებული BBC-ის რადიოსადგურის მეშვეობით მიმართა დამცირებული საფრანგეთის დამცირებულ და სასოწარკვეთილ მოქალაქეებს:
მადაბას რუკა
მადაბას რუკა – წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს მოზაიკური ხელოვნებით შექმნილ რუკა-პანოს,რომელიც განთავსებულია ახლო აღმოსავლეთში მდებარე თანამედროვე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ქალაქ მადაბაში.
გუსტავ კაიბოტი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა მხატვარმა,იმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა და კოლექციონერმა - გუსტავ კაიბოტმა (1848-1894 წლები),სიცოხლის უკანასკნელ ეტაპზე,თავის მფლობელობაში მყოფი უნიკალური სახვითი ხელოვნების კოლექცია საფრანგეთის მთავრობას სრულიად უსასყიდლოდ უსახსოვრა ანდერძით.
“საძაგელი არქიტექტორი”
ევროპის დასავლეთით მდებარე ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ საცხოვრებელ რაიონში – მაროლესში,ადგილობრივები არც თუ ისე იშვიათად იყენებენ გამოთქმას – “საძაგელ არქიტექტორს” იმ ადამიანების მიმართ,ვის მიმართაც მათ უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნიათ.
ლატერანის ბაზილიკა – “ეპიზოდი”
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,კათოლიკური იერარქიის მიხედვით ყველაზე მაღალ საფეხურზე (პირველ ადგილზე) კათოლიკურ ეკლესიებს შორის დგას არა ისეთი სახელგანთქმული ტაძრები,როგორებიც არიან – “წმინდა პეტრეს ტაძარი”,”სანტა-მარია მაჯორეს ბაზილიკა” და “სან-პაოლო-ფუორი-ლოე-მურას ბაზილიკა”,არამედ რომში მდებარე საკათედრო ტაძარი – “ლატერანის ბაზილიკა” (წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი ლატერანის ბორცვზე).
დუჩო დი ბუონინსენიას მიერ დაწერილი ხატის “მაესტა”-ს შესახებ…
“მაესტა” (იტალიური ენიდან ითარგმნება,როგორც – “დიდება”) – წარმოადგენს სიენის სახვითი სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლისა და გენიალური იტალიელი მხატვრის – დუჩო დი ბუონინსენიას (1260-1319 წლები) მიერ დაწერილ საკურთხევლის ხატს.