Daily Archives: მაისი 10, 2015
კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური რომანიდან – “დავით აღმაშენებელი”
“ვინც არავისთან თათბირობს,ხშირად იგი მიიღებს საუკეთესო თათბირს.რადგან ექვსი ყურის მიერ მოსმენილი საიდუმლო ექვსჯერ ექვსი პირის მოსათხრობი გახდება ხშირად”.
მეტად საინტერესო და ნიშანდობლივი ექსპერიმენტი…
აშშ-ის ტეხასის შტატის წარმომადგენლობითი პალატის ერთ-ერთი დეპუტატი – ტომი მური,ძალიან უკმაყოფილო გახლდათ თავისი კოლეგების ქმედებებით,რადგან ისინი ისე იღებდნენ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან კანონპროექტებს,რომ მათ ერთხელაც კი არ გადაავლებდნენ თვალს.
ჯიმი ჯონსი – “ეპიზოდი”
ჯეიმზ უორენ “ჯინი” ჯონსი (1931-1978 წლები) – წარმოადგენდა აშშ-ი ჩამოყალიბებული საყოველთაოდ ცნობილი რელიგიური სექტის – “ხალხის ტაძრის” იმ ფუძემდებელსა და ქადაგების ამერიკელ მეტყველს,რომელიც საკუთარ თავს იესო ქრისტეს,ბუდასასა და ვლადიმერ ლენინის რეინკარნაციად ასაღებდა.
ალექსანდრე მაკედონელის უარყოფითი თვისებების შესახებ…
მიუხედავად იმისა,რომ ლეგენდად ქცეულ მხედართმთავარს - ალექსანდრე მაკედონელს (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები) კაცთა მოდგმის უმრავლესი წარმომადგენელი განადიდებდა და განადიდებს,არავის უნდა გაუსწოროს თვალი იმ სასტიკ რეალობას,რომლის მიხედვითაც,მათ მიერ განდიდებულმა კაცმა ჰელესპონტიდან ინდოეთის საზღვრებამდე დატოვა ღრმა სისხლიანი ნაიარევი (რომ არაფერი ვთქვათ ალექსანდრეს სექსუალურ აღვირახსნილობასა და ალკოჰოლისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებაზე).
იცით თუ არა,რომ
1. ”ესპანიდადი” – მრავალეროვანი გაერთიანებაა იმ ხალხებისა და სახელმწიფოების,სადაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ესპანური ენა და კულტურა.ესპანიდადის მრავალეროვან გაერთიანებას ტრადიციულად მიაკუთვნებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში განთავსებულ 23 სახელმწიფოს (მათ შორის ლათინურ ამერიკაში,აფრიკაში,წყნარი ოკეანის აუზსა და ევროპაში).