Daily Archives: მაისი 26, 2015

“დამაკვირდი”

1. “როგორ უნდა დაწერო რა არის სამშობლო? ვერც მე დავწერდი…” – ერლომ ახვლედიანი

ჰარმოდიუსის,არისტოგიტონისა და ლეაინას გმირობა…

ისტორიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს,რომ მსოფლიოში,დემოკრატიულმა ძვრებმა ათვლა ძვ.წ.აღ-ით 514 წელს ანტიკური ხანის ათენში,ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ და პოლიტიკურ დღესასწაულზე – “პანათენურ თამაშებზე” მომხდარი მოვლენიდან დაიწყო.

მანსიუ იტო – (იაპონიის 12 წლის პირველი ელჩი ევროპაში)

“ამომავალი მზის” ქვეყნის – იაპონიის ხელისუფლებამ, ევროპაში პირველი ელჩების მივლინების გადაწყვეტილება იტალიელი იეზუიტი მისიონერის – ალესანდრო ვალინიანოს იდეის შედეგად მიიღო. მის იდეას მხარი აუბა იმ სამმა გავლენიანმა იაპონელმა დაიმიომ (შუა საუკუნეების იაპონიაში სამხეფრო ფეოდალების ტიტული), რომლებიც ქრისტიანული რელიგიის მატარებლები იყვნენ.

უილიამ შექსპირი – “სონეტი XVI”

რად არ გწადია,შეებრძოლო სისხლიან ტირანს,

ჟამთასრბოლაში მეუფებით თავს რომ იწონებს?

ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმის ნაწარმოებიდან – „ჩიტი აღმოსავლეთიდან”…

„აღმოსავლეთის წინასწარმეტყველები მიხვდნენ, რომ თანასწორობის დამყარება ამქვეყნად შეუძლებელია და მათ არ ძალუძთ ამქვეყნიური სამეფოს დაყოფა-დანაწილება მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ამიტომაც ამ დაყოფაში ზეციური სამეფო შემოიტანეს და ხალხისთვის მიწისა და ზეცის დანაწილების საფუძვლად აქციეს პრინციპი – ვისაც ამქვეყნიური სამოთხე არ ხვდებოდა წილად, მას ზეციურ სამოთხეში ენახებოდა უფლება!..

ზვიად გამსახურდიას მეტად საყურადღებო ინტერვიუდან…

” – ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას,არ დავემორჩილეთ დასავლური სახელწმიფოების დიქტატს,არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად,უფრო მარტივად რომ ვთქვათ,ჩვენ არ დავუშვით,რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.

საიდან გაიცა ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური იარაღით დაბომბვის ბრძანება?

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა – ატომური იარაღის გამოყენებით იაპონიის ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა,რასაც ათიათასობით მშვიდობიანი ადამიანის განადგურება მოჰყვა,განხორციელებული იქნა 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს დილის საათებში.

ბარდიას შესახებ…

ბარდია – წარმოადგენდა იმ იდუმალებით მოცულ კიროს II-ს უმცროს ვაჟსა და სპარსეთის მეფეს აქემენიდების დინასტიიდან,რომელიც რიგი სპარსული ისტორიოგრაფიული წყაროების მტკიცებით (რასაც ადასტურებს “ისტორიის მამად” წოდებული – ჰეროდოტე ჰალიკარნასელიც) მოკლული იქნა ჯერ კიდევ გამეფებამდე უფროსი ძმის კამბისე II-ეს ბრძანებითა და შეკვეთით.

დემეტრიოს I პოლიორკეტი – “ეპიზოდი”

დემეტრიოს I პოლიორკეტი (ძვ.წ.აღ-ით 336-283 წლები) – წარმოადგენდა ალექსანდრე მაკედონელის თანამებრძოლისა და მხედართმთავრის ანტიგონე I ცალთვალას ვაჟს და მაკედონიის მეფეს ძვ.წ.აღ-ით 294-288 წლებში.

მაგიდა მთა

მაგიდა მთა – წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ კეიპტაუნის სამხრეთ-დასავლეთითა და მაგიდა უბის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე იმ მთას,რომელიც ეგრეთ წოდებული – “ბუნების შვიდ ახალ საოცრებათა” ნუსხაშია ოფიციალურად შეტანილი.