Daily Archives: ივნისი 7, 2015
ფლავიუს პეტრონიუს მაქსიმუსის შესახებ…
ფლავიუს პეტრონიუს მაქსიმუსი (399-455 წლები) – წარმოადგენდა რომის იმპერატორს (455 წლის 17 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით),რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლამდე შესანიშნავი სენატორის კარიერა შეიქმნა.
უილიამ ჰოგარტი – “სისასტიკის ოთხი ხარისხი”
“სისასტიკის ოთხი ხარისხი” – წარმოადგენს გენიალური ინგლისელი მხატვრის,ილუსტრატორისა და სატირული ჟანრის მქონე გრავიურების ოსტატის – უილიამ ჰოგარტის (1697-1764 წლები) მიერ აღმზრდელობითი მოტივით შექმნილ,ოთხი გასაოცარი გრავიურის სერიისაგან შემდგარ შედევრ-გრავიურებს,სადაც თითოეულ გრავიურაში ასახულია მის მიერვე გამოგონილი პერსონაჟის ტომ ნერონის ცხოვრების ოთხი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი.
რიჩარდ II ბორდოელი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დაბადებული ინგლისის მეფე პლანტაგენეტების სამეფო დინასტიიდან – რიჩარდ II ბორდოელი (1367-1400 წლები),ისტორიკოსთა ცნობების თანახმად პირველი ინგლისელი მონარქი გახლდათ,რომელიც ფრანგული ენის ნაცვლად თავისუფლად მეტყველებდა ინგლისურ ენაზე.მასვე აღიარებენ იმ პირველ ინგლისის მეფედ,რომლის პორტრეტებიც მისსავე სიცოცხლეში იქნა შექმნილი.
ვიქტორ-მარი ჰიუგო – “ეპიზოდი”
გენიალურ ფრანგ მწერალს,ფრანგული რომანტიზმის თეორიტიკოსსა და დრამატურგს – ვიქტორ-მარი ჰიუგოს (1802-1885 წლები) შემოქმედებას რომ უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნია,საყოველთაოდ არის ცნობილი.შესაბამისად,მის მიმართ არა ერთ ცნობილ ადამიანს შეუსხია ხოტბა.დიდმა უკრაინელმა მწერალმა და ბელეტრისტმა – ივანე ფრანკომ კი,მას სულაც – “გალური გენიის საუკეთესო წარმომადგენელი უწოდა”.
შარლ ნოდიე – “ეპიზოდი”
რომანტიზმის ეპოქის დიდი ფრანგი მწერალი და ბიბლიოფილი (წიგნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეული ადამიანი) – შარლ ნოდიე (1780-1844 წლები),იმდენად გათვითცნობიერებული იყო ამა თუ იმ ეპოქების ცნობილი და სახელოვანი ადამიანების ბიოგრაფიებში,რომ ისეთი ადამიანების გაოცებასაც კი ახერხებდა,რომლებიც არაჩვეულებრივი ერუდირებული შესაძლებლობით იყვნენ დაჯილდოვებული.
ლეონარდ ეილერი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი შვეიცარიელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და მექანიკოსი - ლეონარდ ეილერი (1707-1783 წლები), ბაზელის უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ რუსეთის იმპერიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სანკტ-პეტერბურგის აკადემიაში განაგრძო მოღვაწეობა