Monthly Archives: იანვარი 2016

ჯორჯ ევერესტი – “ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ჰიმალაის მთებში არსებულ მსოფლიოს უმაღლეს მთას 8 848 მეტრიანი პიკით – ევერესტს უწოდებენ.ცნობილია ისიც,რომ სანამ ჯომოლუნგმას (ევერესტის მეორე სახელწოდება) დღეისათვის არსებულ სახელს დაარქმევდნენ,მოიხსენიებდნენ,როგორც – “პიკი XV”.

როგორ გახდა უელსის ეროვნული სიმბოლო – პრასი?!

გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ისტორიული პროივინციის – უელსის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ აღიარებულია შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე – პრასი.

ნილ არმსტრონგი – “ეპიზოდი”

NASA-ს ამერიკელმა ასრონავტმა მფრინავმა და ავიაციის ინჟინერმა – ნილ არმსტრონგმა (1930-2012 წლები) მთვარეზე პირველად ფეხის დადგისას (1969 წლის 21 ივლისს) გაკეთებული საყოველთაოდ ცნობილი განცხადების გარდა,თვისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა: “წარმატებები,მისტერ გორსკი!”

ჟან ანრი დიუნანი – “ეპიზოდი”

1863 წელს შვეიცარიის ულამაზეს ქალაქ ჟენევაში დაარსებული “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” ფუძემდებელი – ჟან ანრი დიუნანი (1828-1910 წლები) პირველი ადამიანი გახლდათ ისტორიაში (1901 წელი) ფრანგ პლიტიკურ მოღვაწესთან – ფრედერიკ პაასისთან ერთად,რომელსაც გადაეცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – “ნობელის პრემია”.

რა მეთოდით გააძევა ქვეყნიდან მარიანო მელგარეხომ ინგლისის ელჩი?!

სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე – ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფოს პრეზიდენტის პოსტი 1864 წელს დაიკავა კოჩაბამბაში დაბადებულმა ბოლივიელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ – მანუელ მარიანო მელგარეხო ვალენსიამ (1820-1871 წლები).

“დამაკვირდი”

1. “ქრისტიანებს უნდა ვასწავლოთ,რომ ის,ვინც ხედავს გაჭირვებულს და ფულს კი ინდულგენციებში იხდის,ამით ცოდვის მიტევებას კი არ მოიპოვებს,არამედ ღვთის რისხვას”. – მარტინ ლუთერ კინგი

“სიცოცხლევ ჩემო,სიცოცხლევ ჩემო”

სიცოცხლევ ჩემო,სიცოცხლევ ჩემო,

ჩაქრობა ჩემი არ დაიჩემო.

“უსაფრთხო კუბო”

XVIII საუკუნის დასასრულს ევროპის რიგ ქვეყნებში იძულებული გახდნენ გამოეგონებინათ ისეთი მექანიზმის მქონე “უსაფრთხო კუბოები”,რომლებიც ცოცხალი ადამიანების შედომით დამარხვის შემთხვევაში უნებური მსხვერპლის გადარჩენას უზრუნველყოფდა. 

რა საშუალებით აქრობდნენ ხანძარს?!

ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბუნებრივი მოვლენის – ელვის (ატმოსფეროში გიგანტური ელექტრული განმუხტვა) შედეგად წარმოქმნილ ხანძარს ძველი რუსეთის ეპოქის მოსახლეობაში განიხილავდნენ,როგორც ღვთაებრივ მოვლენას და “ღვთაებრივი ცეცხლის” სახელითაც მოიხსენიებდნენ.

იოჰან გუტენბერგი – “ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი გენიალური გერმანელი გამომგონებელი და ევროპის პირველი მესტამბე – იოჰან გენსფლიაიშ ცურ ლადენ ცუმ გუტენბერგი (დაახლოებით 1397-1468 წლები) არა მხოლოდ ცალკეულ ასონიშანთა ლიტერებისა და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალის გამომგონებელი გახლდათ,არამედ მის სახელთანვე ასოცირდება ისეთი ოპტიკური ხელსაწყოს გამოგონება,როგორიცაა – “პერისკოპი” (ბერძნული ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “ირგვლივ ვიხედები”).