Daily Archives: აგვისტო 29, 2016

ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – “ეჟენი გრანდე”

“ზოგიერთი მიტოვებული ქალი თავის მეტოქესთან მიიჩქარის,რათა მას თავისი მიჯნური ხელიდან გამოგლიჯოს,ჰკლავს მას და გარბის ქვეყნის დასასრულს,ეშაფოტზე ადის ან საფლავში ჩადის.ეს,რასაკვირველია საუცხოვოა.

“დამაკვირდი”

1. “ადამიანი,რომელიც ღმერთებს უყვართ,ადრე კვდება! ყველაზე ბედნიერი ის არის,ვინც იქით დაბრუნებას,საიდანაც მოსულა,მანამ ისწრაფის,სანამ არც ცხოვრების სიმწარე განუცდია,არც მზის,წყლის,ღრუბლების და ცეცხლის სილამაზის ცქერა მოწყენია.

შანდორ პეტეფი – “ეპიზოდი”

1949 წლის 31 ივლისს რუსეთ-ავსტრიის გაერთიანებულმა არმიამ გენერალ – ალექსანდრე ლიდერსის მეთაურობით სასტიკად დაამარცხა იოზეფ ზაჰარიაშ ბემის პოლონურ-უნგრული არმია.

როგორი შეხედულება გააჩნდათ უდიდეს ლიტერატორებს უილუიამ შექსპირის შემოქმედებაზე?

მსოფლიოს ყველა ხალხის საკუთრებად ქცეული უკვდავი ლიტერატურული ქმნილებების გენიალური ავტორის – უილიამ შექსპირის (1564-1616 წლები) შემოქმედების მიმართ სხვადასხვა ქვეყნის უდიდეს ლიტერატორებს სხვადასხვაგვარივე დამოკიდებულება გააჩნდათ.

ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის დიდებული რომანიდან – “ყორნალი”

“მას შემდეგ,რაც ევამ ადამი აცდუნა,კაცობრიობის მთელი ცხოვრება სავსე იყო თავგანწირვისა და ღალატის,კეთილშობილი გმირობისა და საშინელი ბოროტმოქმედების აურაცხელი მაგალითით და ყოველივე ამის შთამაგონებელი თუ წამქეზებელი,მრავალ შემთხვევაში,იყო ქალი,ჭკუის წამრთმევი მისი სილამაზე და გადაულახველი,ყოვლის მძლეველი ცდუნება.

გლენ გულდი – „ეპიზოდი”

გენიალური კანადელი პიანისტი,კომპოზიტორი და ორგანისტი – გლენ გულდი (1932-1982 წლები), ნეიროფსიქიკური დაავადებით, ეგრეთ წოდებული „ასპერგერის სინდრომით” იტანჯებოდა (აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები).