Daily Archives: აგვისტო 1, 2016
ჩარლი ჩაპლინი წერდა…
“ვიცი,რომ ბედმა გამიღიმა,დრო და გარემოება მანებივრებდა.მთელმა ქვეყანამ შემიყვარა.ზოგს ვძულდი კიდეც.დიახ,ბევრი სიტკბო მარგუნა ცხოვრებამ და ცოტაოდენი სიმწარეც.რა მუხანათიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ბედი,მჯერა,რომ ბედიცა და უბედობაც შემთხვევით ქარს მიაქვს და მოაქვს,
რამ შეუნარჩუნა სიცოცხლე შალვა ნუცუბიძეს?!
როგორც ცნობილია,საბჭოთა გენსეკი – იოსებ სტალინი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის შესახებ,რომ შოთა რუსთაველის გენიალური ქმნილება – “ვეფხისტყაოსანი” ხარისხობრივად ისე არ იყო რუსულ ენაზე თარგმნილი,როგოც ამას საჭიროება მოითხოვდა .
რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “ეპიზოდი”
შუქ-ჩრდილების ხატვის უდიდეს ნიდერლანდელ ოსტატს – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინს (1606-1669 წლები),ხშირად საყვედურობდნენ სხვა მხატვრები,შენს სურათებში ღამეული განათება ნამდვილს არა ჰგავსო,რაზეც პასუხს დიდი ხნის განმავლობაში არავის აძლევდა.
ჟან-მარი კოლო დ’ებრუას ცინიკური განცხადება…
როგორც ცნობილია,საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ ამ ულამაზეს ქვეყანაში საშინელი ტერორი გამეფდა,რომელსაც სხვადასხვა მონაცემების თანახმად 16 000-დან 40 000-მე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასურბანიფალის უნიკალური ბიბლიოთეკა ნინევიაში
ძვ.წ.აღ-ით 669 წელს ასურეთის სამეფო ტახტზე ავიდა – ასურბანიფალი (ძვ.წ.აღ-ით 685-627 წლები),რომელმაც სამარადჟამოდ გაითქვა სახელი,როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და უზარმაზარი მოცულობის მქონე ბიბლიოთეკის შექმნის ავტორმა.
ტუტანხამონი – “ეპიზოდი”
ბოლოს და ბოლოს,ვინ იყო დღეისათვის ეგზომ ცნობადი ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი – ტუტანხამონი (ძვ.წ.აღ-ით 1341-1323 წლები),ვისაც ესოდენ მდიდრული აკლდამა გაუკეთეს?
ძველ ეგვიპტური ღმერთები – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, ძველ ეგვიპტელთა ღმერთებმა შედარებით გვიან მიიღეს ადამიანური გარეგნობა.თავდაპირველად ეგვიპტელები მცენარეებსა და ცხოველებს აღმერთებდნენ.ქალღმერთ ხატორს ლეღვის ხე ასახიერებდა,ღმერთ ნეაფერტუმს – ლოტოსის ყვავილი,
ჟან-ფრანსუა შამპოლიონი – “ეპიზოდი”
დიდი ფრანგი ეგვიპტოლოგი,ლინგვისტი და ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის პრინციპების პირველი შემოქმედი – ჟან-ფრანსუა შამპოლიონი (1790-1832 წლები),თავისი მოშურნე კოლეგების უბინძურესი ხრიკების გამოისობით კუთვნილი ჯამაგირის მხოლოდ ერთ მეოთხედს იღებდა.
გურამ გეგეშიძის ნოველიდან – “დევნილი”
“ცხოვრება ხანმოკლეა,დრო ისედაც სწრაფად გადის.ყველა ცდილობს,რაც შეიძლება მეტი სიამოვნება წაგლიჯოს ცხოვრებას,სხვა არაფერი სწამს ხალხს.სიყვარულიც უცნაური რამეა.არავის არ უყვარხარ უმიზეზოდ,
ამონარიდები გურამ გეგეშიძის მოთხრობებიდან…
“მე მიყვარხარ შენ,ვინც ახლა ამას კითხულობ,თუ შენ კეთილი კაცი ხარ,თუ შენ სამართლიანობა გიყვარს.მე მიყვარხარ შენ,ვინც ჩემს შემდეგ მოხვალ,მოხვალ მაშინ,როცა მე აღარ ვიქნები და ამიტომ არ მეცოდინება როგორი ხარ,ვინა ხარ,სადაური ხარ.მე ვერ გნახავ შენ,მაგრამ შენ ნახავ იმ ქვეყანას,რომელიც მეც მინახავს და მიყვარდა,იცხოვრებ იმ სამყაროში,სადაც მეც გამიტარებია ჩემი სიცოცხლე და თუმცა,