Daily Archives: აგვისტო 15, 2016
როგორ შეურაცხყო მიქელანჯელო იულიუს II-მ?
როდესაც რომის პაპმა – იულიუს II-მ გენიალურ იტალიელ ხელოვანს – მიქელანჯელო ბუონაროტის “განკითხვის დღის” დახატვა შეუკვეთა,გიგანტური სამუშაოსაგან ქანცგაწყვეტილი მუდმივად ჩიოდა,რომ მისი საქმე მხატვრობა არ იყო და ტყუილად ვკარგავ დროსო (ცნობილია,რომ ბუონაროტი თავს არა მხატვრად,არამედ მოქანდაკედ მიიჩნევდა)
ჯორჯო ვაზარი “სიქსტეს კაპელას” შესახებ წერდა…
რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მხატვარი,არქიტექტორი და მწერალი – ჯორჯო ვაზარი (1511-1574 წლები) იმდენად აღაფრთოვანა გენიალური მიქელანჯელოს მიერ ვატიკანში განთავსებული “სიქსტეს კაპელას” ვირტუოზული ხელოვნებით შესრულებულმა მხატვრობამ,რომ მან შემდეგი სიტყვები უძღვნა ამ უკვდავ ქმნილებას:
აბრაამ ლინკოლნი ამბობდა…
“ცდა იმისა,რომ მონობის ბორკილებს სხვები მიაჩვიოთ,ნიშნავს თქვენივე ხელებისა და ფეხებისათვის გაამზადოთ ბორკილები.როცა შეეჩვევით ფეხქვეშ გათელოთ სხვა ადამიანების უფლება,ამით საკუთარ თავისუფლებას დაკარგავათ და თქვენივე წრის წარმომადგენელი ვერაგი ტირანის სასურველი ქვეშევრდომი გახდებით.ნება მიბოძეთ,გითხრათ,რომ ამას გიმზადებთ ისტორიის ლოგიკა”.
“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა – დემოკრიტე აბდერელმა (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) არ იცოდა რა ეთქვა გასამხნევებლად სპარსეთის მეფის დარიოსისათვის,რომელიც სწუხდა ულამაზესი ცოლის დაკარგვის გამო.
მატიე ნიკოლა კლემანჟის გამაოგნებელი ინფორმაცია რომის კათოლიკურ ეკლესიაში გამეფებულ უზნეობაზე…
მატიე ნიკოლა კლემანჟი (1363-1437 წლები) – წარმოადგენდა გამოჩენილ ფრანგ ღვთისმეტყველს,თეოლოგსა და რომის პაპის – ბენედიქტე XIII-ეს მდივანს,რომელმაც იმ პერიოდში რომის კათოლიკურ ეკლესიაში გამეფებული ამაზრზენი მდგომარეობის შესახებ ასეთი სახის გამაოგნებელი ინფორმაცია დაგვიტოვა:
ბონიფაციუს IX – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც თავისი ტირანული ბუნებითა და თვისებებით სახელგანთქმულ რომის პაპს – ბონიფაცის IX-ს (1350-1404 წლები),თავისი სასტიკი მმართველობის გამო ამბოხებული 30 ტყვე მიჰგვარეს,უმალვე ბრძანა: ” – ჩამოხრჩეთ!”
შუა საუკუნეების ევროპა – “ეპიზოდი”
შუა საუკუნეების რიგ ევროპულ ქვეყნებში განსაკუთრებულ უტაქტობად არ მიიჩნეოდა უწმაწური სიტყვების ხმარება და ისეთი ლანძღვა,რის მოსმენაზეც დღეს ყურებში თითებს ვიცობთ ხოლმე.
შუმერული სკოლა
როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,ძვ.წ.აღ-ით III ათასწლეულის შუა ხანებისათვის შუმერის ტერიტორიაზე უკვე არსებულა საკმაო რაოდენობის სკოლები,რომლებშიც ოფიციალურად ისწავლებოდა წერა-კითხვა.