Monthly Archives: სექტემბერი 2016
“დამაკვირდი”
1. “მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო გასაჭირში მიხვდება კაცი,რის ჩადენა შეუძლია და რის არა.იგი შეიცნობს თავის თავს – ეგ არის და ეგ!” – ჯონ გოლზუორთი
ოთარ ჩხეიძე წერდა…
მას შემდგომ,რაც 1979 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ჯარები შეიყვანა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად,გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნემ – ოთარ ჩხეიძემ (1920-2007 წლები) თავის დღიურში ასეთი სახის ჩანაწერი გააკეთა:
“რა ჯანდაბა გვინდა,რა ჩვენი საქმეა,რა ჩვენი საქმეა!..
ერთი საინტერესო შინაარსის მქონე ნახატი
ერთ-ერთი ამერიკული იურიდიული ფირმის კანტორის კედელს ამშვენებს მეტად საინტერესო შინაარსის მქონე ნახატი,რომელიც ალბათ ყველაზე კარგად ასახავს ადვოკატის პროფესიის ძირითად არსს.
რა გაუგონარი მეთოდით დასაჯეს ლოკუსტა?
ლოკუსტა (I საუკუნე) – წარმოადგენდა გალური წარმომავლობის მქონე რომაელ დაქირავებულ მკვლელსა და საწამლავების დამზადების დიდოსტატ ქალს,რომლის “მომსახურებითაც” საკმაოდ ხშირად სარგებლობდნენ ისეთი გავლენიანი რომაელები,როგორებიც გახლდნენ – აგრიპინა უმცროსი (ნერონის დედა),კალიგულა და ნერონი.
ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”
ლიტერატურულ ასპარეზზე ახლადფეხშებიჯებულ - ჯორჯ ბერნარდ შოუს (1856-1950 წლები),რომელიც მეტად სხარტი აზროვნებითა და გონებამახვილური პასუხებით გამოირჩეოდა,ერთ-ერთმა სიმდიდრით გაყოყოჩებულმა ამერიკელმა ფინანსისტმა ჰკითხა,რა საკითხზე იყო იგი ასე ღრმად ჩაფიქრებული, და აღუთქვა,რომ თუ შოუ მის დასმულ შეკითხვას უპასუხებდა,ასეთ შემთხვევაში მისგან ჯილდოდ – ერთ ამერიკულ დოლარს მიიღებდა.
სად და რატომ მოიხმარდა მასობრივად მოსახლეობა ოჩოფეხებს?
ოჩოფეხები – თანამედროვე სამყაროში,როგორც წესი – ქუჩის ან ცირკის მსახიობებთან ასოცირდება,თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ აღნიშნულ ატრიბუტებს XX საუკუნის დასაწყისამდე მასიურად მოიხმარდნენ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში განთავსებულ ლანდის რაიონში მაცხოვრებელი მწყემსები.
ჟან თეოფილ ჰომოლი – “ეპიზოდი”
1904 წელს პარიზში განთავსებული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მუზეუმის – “ლუვრის” დირექტორად დანიშნული იქნა დიდი ფრანგი არქეოლოგი და ფილოლოგი – ჟან თეოფილ ჰომოლი (1848-1925 წლები).როგორც ცნობილია,აღნიშნული მუზეუმიდან 1911 წლის 21 აგვისტოს მოპარული იქნა ლეონარდო და ვინჩის უკვდავი ქმნილება – “მონა ლიზა”.
ამონარიდები ჯონ გოლზუორთის შესანიშნავი მოთხრობიდან – “პირველი და უკანასკნელი”
“ხშირად მიკვირს,რამდენ ხანს შეუძლია გასძლოს შიმშილით სიკვდილის პირს მისულმა ადამიანმა ისე,რომ საკუთარი თავის პატივისცემა არ დაჰკარგოს? არც თუ ისე დიდხანს! დაიხსომეთ ჩემი სიტყვა!” – (ავტორი გენია.ჯი)
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,ვიქტორიანული ერის ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ მწერალსა და რომანისტს – ჩარლზ დიკენსს (1812-1870 წლები) ძალიან ებრალებოდა “მსუბუქი ყოფაქცევის ქალები” და ხშირად ეხმარებოდა კიდეც მათ,როგორც ფინანსურად,ასევე მორალურადაც.თუმცა ამ ქმედებებიდან საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერა და მოწონება მაინც დიკენსის ერთ შესანიშნავ ქმედებას ხვდა წილად.დაასახელეთ,რა სიკეთე გაუკეთა “მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს” დიკენსმა ისეთი,რამაც იგი კიდევ უფრო სახელოვან ადამიანად აქცია ინგლისში?
კომოდუსი – “ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული რომის ფილოსოფოსი იმპერატორის – მარკუს ავრელიუსის გარდაცვალების შემდგომ საიმპერატორო ტახტი 180 წლის 17 მარტს დაიკავა - ლუციუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსმა (161-192 წლები),რომლის სახელიც მალევე იქცა მრუშობისა და ძალადობის სინონიმად.