Daily Archives: ნოემბერი 8, 2016
სოკრატეს მიმართვა ათენელებს…
“მე თქვენ პატივს გცემთ, მე თქვენ მიყვარხართ, ათენელნო. მაგრამ მაინც ღმერთის უფრო მჯერა, ვიდრე თქვენი; ამიტომ, სანამ პირში სული მიდგას და ძალა მერჩის, ხელს არ ავიღებ ფილოსოფიაზე, არ დავმშვიდდები, არ დავცხრები და ვეცდები იგივე შთავაგონო თითოეულ თქვენგანს, რასაც აქამდე შთავაგონებდი:
პაულ იოზეფ გებელსი – “ეპიზოდი”
უსაზღვრო პატივმოყვარეობის გრძნობით შეპყრობილი მესამე რაიხის ერთერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და ფაშისტური გერმანიის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრი – პაულ იოზეფ გებელსი (1897-1945 წლები),რომელსაც ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის ყველაზე ერუდირებულ პიროვნებად ასახელებდნენ,ბავშვობაში ძვლის ტვინის დაავადებით იტანჯებოდა.
იან ვერმეერი – “ეპიზოდი”
1653 წლის 20 აპრილს გენიალურმა ნიდერლანდელმა ფერმწერმა და “ნიდერლანდულ სახვით ხელოვნებაში ოქროს საუკუნედ” წოდებული ეპოქის ერთერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა – იან ვერმერმა (1632-1675 წლები),კათოლიკური აღმსარებლობის მკაცრ მიმდევართა ოჯახში აღზრდილ ქალზე – კატარინა ბოლნესზე იქორწინა.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი და გრავიორი – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (1606-1669 წლები),მის მიერ დახატულ შედევრ-სურათებზე მუდმივად სვამდა ინიციალებს – RHL (რემბრანდტ ჰარმენსი ლეიდენიდან).თუმცა აღნიშნული პრაქტიკა მან პირველად 1632 წელს დაარღვია,
პრიტანეიონი
უძველეს ათენში არსებულ ეგერთ წოდებულ – “ორმოცდაათთა საბჭოს” რეზიდენციას,სადაც პრიტანები (სახელმწიფო საბჭოს წევრები) ქალაქისა და მისი მოქალაქეების სვე-ბედზე ბჭობდნენ – “პრიტანეიონი” ეწოდებოდა.გადატანითი მნიშვნელობით,სიტყვა – “პრიტანეიონი” აღნიშნავდა რისამე ცენტრს,მაგალითად,”ქვეყნის ცენტრს”.
“დამაკვირდი”
1. “ამა თუ იმ სახელმწიფოსათვის კეთილი და სამართლიანია მხოლოდ ის,რაც თვით სახელმწიფოს მიაჩნია კეთილად და სამართლიანად, და მხოლოდ მანამ,სანამ მიაჩნია”. – პროტაგორა
ქსენოფონტის ფილოსოფიიდან…
“ბუნებაში ერთპიროვნულად ბატონობს მხოლოდ ძალა.ცხოველთა სამყარო,ადამიანთა საზოგადოება,თვით ნეტარი ღმერთების დასი – ყველაფერი მხოლოდ ძალის წინაშე იხრის ქედს,ძალას ემონება და ემორჩილება.რატომაა ლომი ცხოველთა მეფე,
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“ადამიანის მთელი სიცოცხლე,დაბადებიდან სიკვდილამდე,ბედნიერებისაკენ სწრაფვაა.ყველას სურს ბედნიერი იყოს, და არ არსებობს უფრო მძაფრი,უფრო უძღები სურვილი; ყველანი ვირჩევთ მხოლოდ იმ გზას,რომელიც,ჩვენის აზრით,ბედნიერებისაკენ მიგვიძღვის და ხალისით აღვსილთ საგზლად მიგვაქვს ერთადერთი საზრდო – იმედი.