Daily Archives: ნოემბერი 10, 2016
საველი კრამაროვი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ებრაული წარმომავლობის მქონე საბჭოთა კინოსა და თეატრის გენიალურმა კომიკოსმა მსახიობმა - საველი კრამაროვმა (1934-1995 წლები) დიდი დავიდარაბის შემდეგ “წითელი იმპერია” დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა საცხოვრებლად.
ნიკოლოზ გოგოლი – “ეპიზოდი”
1909 წელს მოსკოვში განთავსებულ გოგოლის სახელობის ბულვარში აღმართული იქნა დიდი რუსი მწერლის,პროზაიკოსისა და დრამატურგის – ნიკოლოზ გოგოლის (1809-1852 წლები) პირველი ძეგლი,სადაც ლიტერატორი მეტად “სევდიანი” სახით გახლდათ წარმოდგენილი.
ანტონ რუბინშტაინი – “ეპიზოდი”
ერთხელ ებრაული წარმომავლობის მქონე ვირტუოზ რუს პიანისტს,დირიჟორსა და კომპოზიტორს – ანტონ რუბინშტაინს (1829-1894 წლები) ჰკითხეს,თუ რა იყო მისთვის ყველაზე რთული ფორტეპიანოს შესწავლის პროცესში,
მარიო პიუზო – “ეპიზოდი”
გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე,იტალიური წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა მწერალმა,სცენარისტმა და ერთობ გახმაურებული რომანის – “ნათლიას” ავტორმა - მარიო პიუზომ (1920-1999 წლები) ერთერთი ამერიკული გაზეთის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა,რა დროსაც განაცხადა:
ფრიდრიხ ნიცშე – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის,კლასიკური ფილოლოგისა და თვითმყოფადი ფილოსოფიური სწავლების ფუძემდებლის – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს (1844-1900 წლები) ბიოგრაფები ირწმუნებიან,პფორტას ვაჟთა გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მომავალ ფილოსოფოსს ყველაზე მეტად მათემატიკის სწავლა უჭირდა.
ვერგილიუსი – “ეპიზოდი”
“მანტუელ გედად” წოდებულ გენიალურ ძველ რომაელ პოეტსა და უკვდავი პატრიოტული ეპოსის – “ენეიდას” ავტორს – პუბლიუს ვერგილიუს მარონს (ძვ.წ.აღ-ით 70-19 წლები),თავისი დიდებული შემოქმედების გამოისობით რომის იმპერატორმა – გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსმა მუდმივი შემწეობის სახით,ყოველდღიურად – პური დაუნიშნა.
პერეც ნაფტალის პასუხი დავიდ ბენ-გურიონს…
ისრაელის სახელმწიფოს ერთერთ უმთავრეს დამაარსებელს,ქვეყნის პირველ პრემიერ-მინისტრს და ისრაელის ისტორიაში ყველაზე “მძიმეწონოსან პოლიტიკოსად” აღიარებულ – დავიდ ბენ-გურიონს (1886-1973 წლები),რამდენიმე პოლიტიკოსი უკიდურეს ავტორიტარ მმართველად ახასიათებდა.თუმცა,როგორც ხდება ხოლმე,თავად ბენ-გურიონი ამ მოსაზრებას არა მხოლოდ არ იზიარებდა,არამედ ასეთი ეპითეტით მოხსენიებაც კი ერთობ ანრისხებდა.
კურტ ვონეგუტი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს გერმანული წარმომავლობის მქონე დიდ ამერიკელ მწერალ-სატირიკოსს - კურტ ვონეგუტსს (1922-2007 წლები),თავისი მაღალი მორალური თვისებებით ცნობილმა ბებიამ უთხრა,რომ მას ძალიან არ უყვარდა ჩინელები.
ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური გერმანელი ფიზიკოსი და ელექტროდინამიკის ერთერთი ფუძემდებელი – ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი (1857-1894 წლები),მოზარდობის ასაკში ზეინკლის ხელობას სწავლობდა და საკმაოდ კარგადაც დაეუფლა მას.
ჯორჯ სტეფენსონი – “ეპიზოდი”
დიდმა ინგლისელმა გამომგონებელმა,ინჟინერ-მექანიკოსმა და “რკინიგზის მამად” წოდებულმა - ჯორჯ სტეფენსონმა (1781-1848 წლები),თავისი პირველი ორთქმავლის პროექტი 1814 წელს შეიმუშავა (ცნობისათვის,ისტორიაში პირველი პრაქტიკულად გამოყენებადი ორთქმავლი გამოგონებული იქნა ინგლისელი გამომგონებლის რიჩარდ ტრევიკის მიერ და მას “მხრჩოლავი ბილის” სახელით მოიხსენიებდნენ).