Daily Archives: იანვარი 1, 2017

რუსთაველი & ჰომეროსი

“ჰომეროსმა ღ მ ე რ თ ე ბ ი ზეციდან მიწაზე ჩამოიყვანა და ჩვეულებრივ მიწიერ ადამიანებად აქცია.”ილიადა” – “ოდისეას” ავტორმა მთელი ღმერთთა პანთეონი – ზევსი,ჰერა,ათენა,აფროდიტე,აპოლონი,არესი,ჰეფესტო,პოსეიდონი,ჰადესი – ყველანი გ ა ა ა დ ა მ ი ა ნ ა.

იცით თუ არა,რომ

1. როგორც ცნობილია,ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი გერმანულენოვანი ჩეხი მწერალი – ფრანც კაფკა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ხორხის კიბოთი იტანჯებოდა.ამ ავადსახსენებელი დაავადებით გაწამებული ლიტერატორი კი თავის მკურნალ ექიმს შემდეგი სიტყვით მიმართავდა – “მომკალით,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ბოროტმოქმედი იქნებითო”.

იგნაც ზემელვაისი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, სახელოვანი უნგრელი ექიმი, პროფესორი და ასეპტიკის (ინფექციასთან ბრძოლა ფიზიკური საშუალებების – მაღალი ტემპერატურა, წნევა,ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით) ერთ-ერთი ფუძემდებელი - იგნაც ფილიპ ზემელვაისი (1818-1865 წლები), ბუდაპეშტის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას ერთობ მკაცრი და მომთხოვნი გახლდათ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების მიმართ,