Daily Archives: იანვარი 23, 2017
რატომ უწოდეს სასამართლო მედიცინას – “ბინძური მეცნიერება”?
1859 წელს ლონდონის ცენტრალურმა სასამართლომ განიხილა დოქტორ თომას სმეტერსტის საქმე.მას ბრალი ედებოდა საყვარელი ქალის – იზაბელა ბენქსის მოწამვლის გზით მკვლელობაში.სასამართლო ექსპერტმა – სუეინ ტეილორმა განაცხადა,რომ სახეზე იყო უტყუარი მტკიცებულება ბრალდებული ექიმის კუთვნილი ბოთლის სახით,რომელშიც იმ სახეობის საწამლავი იყო ჩასხმული,რომლითაც გარდაცვლილი მოწამლეს.
ვალენტინ სეროვი – “ეპიზოდი”
ერთხელ ცნობილმა რუსმა მეწარმემ და მეცენატმა სავა მამონტოვმა გენიალურ რუს მხატვარს,გრაფიკოსსა და პორტრეტული ჟანრის დიდოსტატს - ვალენტინ სეროვს (1865-1911 წლები) საკუთარი პორტრეტის დახატვა შეუკვეთა.
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – “ბურუსი”
“აქამდე მეგონა, რო ყველა კეთილი და ჭკვიანი იყო, ადამიანების განსხვავება არ შემეძლო, ყველა მიყვარდა, რადგან მეგონა, ყველას ყველა უყვარდა; ყველას ვუჯერებდი, რადგან მწამდა, ყველა კეთილი და გონიერი იყო. მეგონა, ბოროტებს, შურიანებს, ხარბებს, ძუნწებს, პატივმოყვარეებს, სხვადასხვა ყაიდის სულელებს მხოლოდ ოდესღაც ეცხოვრათ ქვეყნად და გადაშენებულიყვნენ;
ანდრე მარი ამპერი – „ეპიზოდი”
„ელექტროობის ნიუტონად” წოდებული გენიალური ფრანგი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი - ანდრე მარი ამპერი (1775-1836 წლები) ერთობ უცნაური თვისებების მქონე პიროვნება გახლდათ.
მამა გაბრიელის შეგონებანი…
“დედის ლოცვას დიდი ძალა აქვს, პირდაპირ უფლის ტახტამდე ადის. დედა ხარ, ილოცე და ნახავ”.
რობერტ ფონ უნგერნ-შტერნბერგი – “ეპიზოდი”
“ომის თეთრ ღმერთად” წოდებული გერმანული წარმომავლობის მქონე რუსი გენერალი და “თეთრი მოძრაობის” თვალსაჩინო წარმომადგენელი – რობერტ ფონ უნგერნ-შტერნბერგი (1886-1921 წლები),რომელიც გახლდათ ჩინგიზ-ყაენის იმპერიის რესტავრაციის იდეის უმთავრესი ავტორი,ყოველთვის იწონებდა თავს წინაპართა სახელოვანი წარსულით.
ჯორჯ ბაირონი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,მაშინ,როდესაც 36 წლის ასაკში მყოფი გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი – ჯორჯ გორდონ ბაირონი (1788-1824 წლები) საბერძნეთში განთავსებულ ქალაქ მისოლუნგის ახლოს მდებარე ჭაობებში კვდებოდა,
ჯონ კიტსი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ინგლისელმა რომანტიკოსმა პოეტმა – ჯონ კიტსმა (1795-1821 წლები) გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე დაიბარა,რომ თავის საფლავის თეთრ ქვაზე არც მისი სახელი და გვარი ყოფილიყო ამოკვეთილი და არც მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები.
ამონარიდები ედიშერ ყიფიანის რომანიდან – „ცაში ასროლილი ქუდები”
„შეცდომები დაუშვიო”, – რომ არ ვცდებოდე, აღარც ვიარსებებდი. ღმერთი იმიტომ აღარ არსებობს, რომ არაფერში არ ცდებოდა, ადამიანებს იმიტომ შეეპარათ ეჭვი მის არსებობაში. შეცდომების ჩამდენ ღმერთს, ყოვლისშემძლეს, მაგრამ ადამიანურს, ალბათ, დღესაც იწამებდა ყველა ჩვენგანი. „შეცდომები დაუშვიო”, ვითომ დაბადებულიყოს ვინმე და უშეცდომოდ ეცხოვროს”.
შტეფან ცვაიგი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გერმანელი ფაშისტების მიერ სამშობლოდან დევნილმა ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ავსტრიელმა მწერალმა – შტეფან ცვაიგმა საკუთარ მეუღლესთან – ფრედერიკა მარიასთან ერთად ბრაზილიის მუნიციპალიტეტ პეტროპოლისში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.