Daily Archives: იანვარი 9, 2017
ბენჯამინ დიზრაელი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრემიერ-მინისტრს – ბენჯამინ დიზრაელს (1804-1881 წლები) ძალიან უყვარდა ფურისულასებრთა ოჯახის ულამაზესი ყვავილი – ფურისულა.
ჟან-ბატისტ რასინი – “ეპიზოდი”
XVII საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ფრანგმა დრამატურგმა და საყოველთაოდ გახმაურებული ხუთ აქტიანი ტრაგედიის – “ანდრომაქეს” ავტორმა – ჟან-ბატისტ რასინიმ (1639-1699 წლები) საფრანგეთის მეფის – ლუი XIV-ეს მხრიდან მფარველობა და თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის სათანადო დაფასება მონარქის ფავორიტი ქალბატონის – მადამ დე მონტესპანის უშუალო ძალისხმევით მოიპოვა.
კარლ რაუხფუსი – “ეპიზოდი”
მას შემდგომ,რაც ერთ-ერთ პირველ რუს პედიატრსა და მედიცინის დოქტორს – კარლ რაუხფუსს (1835-1915 წლები) მომაკვდავი ბავშვის მშობლებმა ოპერაციის ჩატარების უფლება არ მისცეს,ამ მეტად მამაცმა ქირურგმა პატარას სიცოცხლის შესანარჩუნებლად მართლაც რომ მედიკოსთათვის გაუგონარი ქმედება ჩაიდინა:
იცით თუ არა,რომ
1. სპარსული პოეზიის მარგალიტად წოდებული დიდი სპარსელი პოეტი და ფილოსოფოსი – ომარ ხაიამი (1048-1131 წლები) ასასინების მასონური და მისტიკური ორდენის დამაარსებელთან და ყველა დროისა და ეპოქის უდიდეს ტერორისტად აღიარებულ – ჰასან-იბნ-საბაჰთან მეგობრობდა.