Daily Archives: იანვარი 11, 2017
ედვინ ჰენრი ლანდსირი – “ჰუმანური საზოგადოების ღირსეული წევრი”
“ჰუმანური საზოგადოების ღირსეული წევრი” – წარმოადგენს რომანტიზმის ეპოქის დიდი ინგლისელი მხატვრისა და მოქანდაკის – ედვინ ჰენრი ლანდსირის (1802-1873 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ სურათს.
იცით თუ არა,რომ
1. საკვირველი და აღმაშფოთებელია,თუმცა ფაქტია,რომ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ვახტანგ VI-ძმის იესეს ვაჟი – ანტონ I კათალიკოსი (1720-1788 წლები) გენიალური ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – შოთა რუსთაველის უკვდავ ქმნილებას -”ვეფხისტყაოსანს” – ქრისტიანული სულის მომწამვლელ და ერის გამრყვნელ ნაწარმოებად მიიჩნევდა.
მირეი მატიე – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდი ფრანგი მომღერალი ქალი – მირეი მატიე იმთავითვე”კარე”-ს საფირმო ვარცხნილობით ჩნდებოდა და ჩნდება დღემდე სცენაზე.შესაბამისად,დროთა განმავლობაში აღნიშნული ვარცხნილობა მის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა.
მუხრან მაჭავარიანის მოსაზრებები…
“შე,იდიოტო,შენ რას გარგია ფრანგისა და გერმანელის მიბაძვა,შენ,ვისაც პური ვერ გიყიდია საკუთარ ენაზე!”
ლუი დე ფიუნესი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა კომიკოსმა მსახიობმა – ლუი დე ფიუნესმა (1914-1983 წლები) დიდი ფრანგი მწერლის – გი დე მოპასანის ნათესავ ქალზე – ჟანა ავგუსტინ დე ბარტელემზე 1943 წელს იქორწინა (ეს მისი რიგით მეორე ქორწინება გხლდათ).მათ თანაცხოვრებაში ორი ვაჟი – პატრიკი და ოლივიე შეეძინათ.
ალექსეი ტოლსტოი – “ეპიზოდი”
გრაფი ტოლსტოების შთამომავალი რუსი მწერალი - ალექსეი ტოლსტოი (1882-1945 წლები),რომელმაც სახელი გაითქვა სოციალურ-ფსიქოლოგიური,სამეცნიერო-ფანტასტიკური და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებების წერით,საბჭოთა ბელადის – იოსებ სტალინისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის – ვიაჩესლავ მოლოტოვის ფავორიტი ლიტერატორი გახლდათ.
მიშელ ნეი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნეში პარიზში განთავსებულ ობსერვატორიის მოედანზე აღიმართა დიდი ფრანგი სკულპტორის – ფრანსუა რიუდის მიერ ბრინჯაოსაგან დამზადებული ნაპოლეონ ბონაპარტის არმიის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მარშლის - მიშელ ნეის (1769-1815 წლები) ქანდაკება.ქანდაკება,რომელსაც მოგვიანებით გენიალურმა ფრანგმა მოქანდაკემ – ოგიუსტ როდენმა – “პარიზის ყველაზე ლამაზი ქანდაკება უწოდა”.
ამონარიდები ართურ კონან დოილის ნაწარმოებიდან – “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”
“განა ცოტაა ისეთი ხალხი,რომლებიც თვითონ არ ბრწყინავენ ნიჭით,მაგრამ სხვა ადამიანებში ნიჭის ნაპერწკალს აღანთებენ.ესეც საგულისხმო ნიჭი და უნარია”.