Daily Archives: იანვარი 27, 2017

კენძი ჰატანაკა – “ეპიზოდი”

1945 წლის 15 აგვისტოს იაპონიის იმპერატორმა – ჰიროჰიტომ საერთაშორისო რადიომაუწყებლობის მეშვეობით ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და იაპონიის საიმპერატორო შეიარაღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ უმძიმესი ინფორმაცია აუწყა.

იაპონიაში 1 200 წლის მანძილზე მოქმედი ტაბუ

ბუდისტური რელიგიის ზეგავლენის შედეგად,”ამომავალი მზის” ქვეყნის – იაპონიის სათავეში VII საუკუნის შუა ნახევრაში მოსულმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას კატეგორიულად აუკრძალა ცხოველური ხორცის საკვებად გამოყენება (საყურადღებოა,რომ აღნიშნული ტაბუ ულამაზესი საკურასა და გრძნეული ქრიზანთემების სამშობლოში თითქმის 1 200 წლის განმავლობაში მოქმედებდა!).

წითელი აკანტოფენიქსი

წითელი აკანტოფენიქსი – წარმოადგენს პალმების მარადმწვანე მცენარეების ოჯახის წარმომადგენელ მცენარეს აკანტოფენიქსის რიგისა,რომელიც პირველად აღწერილი იქნა დიდი ფრანგი ბოტანიკოსისა და ბუნებისმეტყველის – ჟან-ბატისტ ბორი დე სენ-ვენსანის მიერ 1804 წელს.

კუექსკომატე

კუექსკომატე – წარმოადგენს მექსიკის ქალაქ პუებლაში განთავსებულ გეიზერს,რომელსაც შეცდომით მსოფლიოში არსებულ ყველაზე პატარა მოცულობის მქონე ვულკანად მოიხსენიებენ.უტო-აცტეკურ ენათა ოჯახის ნაჰაუს შტოს ერთ-ერთი ენიდან – ნაუატლიდან თარგმანით,- კუექსკომატე – “თიხის ქოთანს” აღნიშნავს.

ამონარიდი შალვა დადიანის ისტორიული რომანიდან – “უბედური რუსი”

“ქართველები ფრიად შემკული ხალხია,მაგრამ ერთი დიდი ნაკლი ჰქონიათ: თავის-თავის ღალატი.უკეთუ მათგანი ვინმე ზეწამოიწია და გაღონიერდა,შემდეგ თავს მაღლა იღებს და ურჩობას იწყებს.თვით მეფესაც აღარ ეპუება,საზოგადოს ივიწყებს,საპირადოზე გადადის.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა…

” – რანი ვართ,რანი? ათასი გიორგი მუხრანსკი,ათასი ლუკა ისარლიჩი,ათასი გამცემი გვაზის თავზე… ეს ავი დრო მაჯლაჯუნასავით დასწოლია ჩვენს აზრსა და სიტყვას და საძრაობას არ აძლევს… არ ვიცით ბრძოლა,არა!

მექსიკის შეერთებული შტატები – “ეპიზოდი”

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე განთავსებული ერთ-ერთი ფედერალური სახელმწიფო – მექსიკის შეერთებული შტატები,ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების,მოსახლეობის უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირის,ქუჩებში გამეფებული ძალადობისა და სხვა უამრავი პრობლემის გამო,მთლად კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე.