Daily Archives: იანვარი 26, 2017
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ვაშინგტონის ცენტრში განთავსებული აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის მოპირდაპირე მხარეს,პატარა,თუმცა ძალიან ლამაზი სკვერია გაშენებული.სკვერში აღმართულია ცხენზე ამხედრებული ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-17 პრეზიდენტის – ენდრიუ ჯექსონის ძეგლი.
გეორგ ზიმონ ომი – “ეპიზოდი”
გენიალურმა გერმანელმა ფიზიკოსმა - გეორგ ზიმონ ომმა (1789-1854 წლები),რომელმაც მეცნიერების ისტორიაში,როგორც ელექტრული წრედის ძირითადი კანონის ავტორმა დაიმკვიდრა სახელი,თავისი უმნიშვნელოვანესი მეცნიერული აღმოჩენის შესახებ პირველად 1826 წელს განაცხადა საჯაროდ.
ვასილი სურიკოვი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ ისტორიული სიუჟეტების მქონე ბრწყინვალე სურათების ავტორს – ვასილი სურიკოვს (1848-1916 წლები) ლაქიამ კონვერტი გადასცა და უთხრა,რომ მისგან მომავალ პასუხს შემოსასვლელ კარებთან მსახური ელოდებოდა.
ფრიდრიხ II დიდი – “ეპიზოდი”
ცნობილია,რომ ომებით,ფილოსოფიით,ხელოვნებითა და ლიტერატურით გატაცებული “ბებერ ფრიცად” წოდებული პრუსიის მეფე – ფრიდრიხ II დიდი (1712-1786 წლები) სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ ლტოლვას არასოდეს იჩენდა.
ივანე შიშკინი და კონსტანტინე სავიცკი – “დილა ფიჭვის ტყეში”
“დილა ფიჭვის ტყეში” – წარმოადგენს გენიალური რუსი მხატვარ-პეიზაჟისტის,გრავიორ-აკვაფორტისტისა და დიუსელდორფის სახვითი ხელოვნების სკოლის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანის – ივანე შიშკინისა (1832-1898 წლები) და ჟანრული მხატვრობის რუსი დიდოსტატის – კონსტანტინე სავიცკის (1844-1905 წლები) მიერ ერთობლივად ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შედევრ-სურათს.
ვიქტორ-მარი ჰიუგო – “ეპიზოდი”
გენიალურ ფრანგ მწერალსა და ფრანგული რომანტიზმის მამამთავარს – ვიქტორ-მარი ჰიუგოს (1802-1885 წლები) მისი შემოქმედების ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ჰკითხა: ” – მოუცია თუ არა თქვენთვის ოდესმე ცხოვრებას ისეთი ნიშანი,რომელიც მომავალ შემოქმედებით დიდებას გიწინასწარმეტყველებდათ?”
ოდიოზი მეფის – აჰმედ ბენ იაჰია ჰამიდადინის შესახებ…
აფრიკის კონტინენტზე განთავსებული თანამედროვე იემენის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1918-1962 წლებში ჩრდილოეთ იემენის სამეფო ფუნქციონირებდა,რომლის მცირერიცხოვან მონარქებს შორის ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა დესპოტური მეთოდებით მმართველი ჩრდილოეთ იემენის მეფე – აჰმედ ბენ იაჰია ჰამიდადინი (1891-1962 წლები).
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“არც ერთი საქმის გადადება და ყიორი არ ვარგა,მაგრამ სიკვდილის საქმე ისეთი რამეა,რომ მუდამ გადადებული სჯობია”. - დემნა შენგელაია (ბათა ქექეია)