Daily Archives: თებერვალი 3, 2017

“დამაკვირდი”

1. “იმ ჩვენს ქველ დედა-კაცებს ჯერ ყმაწვილობაში საღმრთო წერილს ასწავლიდნენ,კერვა-ხელსაქმეს და მასუკან საერო წიგნებს ანუ ხელწერილებს აკითხინებდნენ; ამასთან კარგს ზნეობას,კარგს თვისებას ასწავლიდნენ; შემდეგ ქცევას,

გრიგოლ ორბელიანი – “სიტყვა არის…”

“სიტყვა არის პირველი მიზეზი სწავლისა და განათლების მოფენისა ქვეყანაზე: სიტყვამ გამოიყვანა კაცი ველურისა მდგომარეობისაგან: სიტყვამ დაუმშვიდა მას მხეცური გული,ჰყო იგი ლმობიერ,მოსცა შებრალება და აღიყვანა სახიერებისა სიმაღლედ,სადაც სუფევს მეუფება სიყვარულისა და მოწყალებისა!

ნიკოლოზ ბარათაშვილის ფიზიკური მონაცემები

როგორც ცნობილია,გენიალური ქართველი რომანტიკოსი პოეტის – ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845 წლები) პორტრეტს სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია.ერთადერთი მისი დაგეროტიპი (ადრეული პერიოდის ფოტოგრაფიული პროცესი,რომელიც ეფუძნებოდა ვერცხლის იოდიდის შუქმგრძნობიარობას),რომელიც პოეტის დას – ნინო ბარათაშვილს ჰქონდა შემორჩენილი,

კონდრატი რილეევი – “ეპიზოდი”

როგორც ერთ-ერთი გადმოცემა გვაუწყებს,რუსეთის იმპერიაში 1825 წელს განხორციელებული დეკაბრისტთა აჯანყების ერთ-ერთი ლიდერისა და გამოჩენილი რუსი პოეტის - კონდრატი რილეევის (1795-1826 წლები) დედას – ანასტასია ესენს ჯერ კიდევ თავისი ვაჟის პატარაობაში ჰქონია ხილვა იმის შესახებ,რომ მის სათაყვანებელ შვილს ჩამოხრჩობის შედეგად ელოდა აღსასრული.

მაქს პლანკი – “ეპიზოდი”

შუბერტის,შუმანისა და ბრამსის შემოქმედების თაყვანისმცემელი გენიალური გერმანელი ფიზიკოსი და კვანტური ფიზიკის ფუძემდებელი - მაქს პლანკი (1858-1947 წლები),გერმანიაში გამეფებული ნაცისტური რეჟიმის ზეობის პერიოდში ებრაელების მიმართ ლოიალობასა და სოლიდარობას გამოხატავდა,რის გამოც მესამე რაიხის მაღლჩინოსნების დიდ გაღიზიანებას იწვევდა.