Monthly Archives: ივნისი 2017

ლეოპოლდ II – „ეპიზოდი”

ერთ დღეს ბელგიის მეფეს - ლეოპოლდ II-ს (1835-1909 წლები) უცნობმა პოეტმა წერილობითი თხოვნით მიმართა,რათა მონარქს თავისი ძალაუფლება გამოეყენებინა და ბელგიის ქალაქ შარლელუას ციხეში გამოკეტილი ცხრა სიკვდილმისჯილი შეეწყალებინა და მათთვის სიცოცხლე ეჩუქებინა.

რა შეემთხვა ქორწილის მიმდინარეობისას ფრიდა კალოს?

1929 წელს თავისი ექსტრავაგანტული ნატურით ცნობილ დიდ მექსიკელ მხატვარ ქალზე – ფრიდა კალოზე იქორწინა ქეიფის,დროსტარებისა და სუსტი სქესის წარმომადგენელთა ტრფობით სახელგანთქმულმა სახელოვანმა მექსიკელმა ფერმწერმა – დიეგო რივერამ.

„სიბრძნის წუთი”

ერთხელ ყაისს,რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ლეილი და მის გამოისობით ცრემლს აფრქვევდა და სიცოცხლესაც კი თმობდა,მეფემ სთხოვა,შენი მიჯნური გამაცანიო.

რა განაცხადა ჟან კოკტომ პაბლო პიკასოს შესახებ?

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია,რომ კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი გენიალური ესპანელი მხატვარი და სკულპტორი - პაბლო რუის ი პიკასო (1881-1973 წლები) ქალთა დიდი მოტრფიალე გახლდათ.ცნობილია ისიც,რომ გულთამპყრობელი ხელოვანის ამურული გატაცების ბადეში უამრავი ქალი იყო გახვეული.

უინსტონ ჩერჩილი – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეულ პრემიერ-მინისტრს – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილსა და მის მეუღლეს – კლემენტინას,ერთმანეთთან ხანგრძლივი პერიოდის თანაცხოვრების განმავლობაში ერთი ვაჟი (რენდოლფი) და ოთხი გოგონა შეეძინათ (დიანა,სარა,მერიჰოლდი და მერი).

ალექსანდრე პუშკინი – „მე თქვენ მიყვარდით”

მე თქვენ მიყვარდით!.. შეიძლება,ეს სიყვარული

ჯერ არ ჩამქრალა ამ ჩემს გულში,ისევ ხმიანობს,

ასე არიგებდნენ აცტეკი მშობლები თავიანთ ქალიშვილებს…

„ბეჯითად დაართე,ქსოვე და კერე.ძალიან დიდხანს ნუ იძინებ… ქალური პრანჭვა-გრეხა უქმად ყოფნას,სიზარმაცესა და სხვა ცუდ ზნეს შეგაჩვევს.მუშაობის დროს ცუდ რამეზე ნუ იფიქრებ.როცა მშობლები გიხმობენ,ნუ დაუცდი გამეორებას,

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„მე მომწონს” – აი, რა აიძულებს ლოთს სმას, ხოლო მრავალტანჯულს – ძაძის ტარებას. აი, რა აიძულებს ერთს – ეძებოს დიდება, მეორემ – ოქრო, მესამემ – სიყვარული, მეოთხემ – ღმერთი”.

იცით თუ არა,რომ

1. გამოჩენილ დანიელ მეზღაპრეს – ჰანს კრისტიან ანდერსენს სახელმწიფომ 1838 წლიდან მცირეოდენი,თუმცა ყოველწლიური დახმარება დაუნიშნა,რომელსაც იგი – „ჩემს ბაღში ამოზრდილ პურს” უწოდებდა.

რა უპასუხა ჰანს კრისტიან ანდერსენმა იენს ვილკენ ჰორნემანს?!

სახელოვან მოხუც დანიელ ბოტანიკოსსა და პროფესორს – იენს ვილკენ ჰორნემანს (1770-1841 წლები) ძალიან არ უყვარდა ზღაპრები,რაც ერთ-ერთი დიალოგისას შენიშნა კიდეც დიდ დანიელ მეზღაპრესთან – ჰანს კრისტიან ანდერსენთან: ” – არაფერი საჭირო არ არის ბავშვებს ცარიელი ფანტაზიებით გამოვუტენოთ თავიო”.