Monthly Archives: დეკემბერი 2017

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ფრთხილად! – სუსტია ადამიანი”.

„კვლავაც მოვა გაზაფხული!”

„დაგვივიწყა მზემ.ადამიანისთვის კი პირველი წამალი მზეა,მზემ თუ არ აბარგა,ავადმყოფობას მარტო წამალი ვერას უზამსო.

ამონარიდი გურამ ბათიაშვილის რომანიდან – „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა”

„ – საქართველოს მომღიმარე,დამთმობი მეფე სჭირდება,თუ მათრახმომარჯვებული – ქართველი კაცისავე სასიკეთოდ რომელი უმჯობესია?

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„მეფე,რომელიც ხელისუფლების დაჩიავებას ეგუება,მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს: ჩემს მეფურ ღირსებას არა დააკლდეს რა და ქვეყანა თავად უშველისო თავს.ეგეთი მეფის ხელში ქვეყანა სანთელივით დაილევა”.

ამონარიდები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს დრამიდან – „გიოც ფონ ბერლიხინგენი”

„ვისაც ღმერთი ძირს დაანარცხებს,იგი თვითონ ვერ წამოდგება”.

ოთარ ჭილაძე – „ჯერ იყო სიტყვა”

ჯერ იყო სიტყვა,რადგან სიტყვა დედაა ღმერთის.

სიტყვა ინახავს გონჯს და ლამაზს,ბოროტს და კეთილს.

ამონარიდები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს დრამიდან – „გიოც ფონ ბერლიხინგენი”

„ჭეშმარიტად ბედნიერი და დიდი მხოლოდ ის არის,ვინც არც ბატონია და არც მონა”.

ლუი პასტერი – „ეპიზოდი”

„კაცობრიობის კეთილისმყოფელი”. – ასე უწოდა საფრანგეთის ხელისუფლებამ გენიალურ ფრანგ ქიმიკოსსა და მიკრობიოლოგს - ლუი პასტერს (1822-1895 წლები),რომლის სახელთანაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ხსნა არის დაკავშირებული.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„როდესაც საჭმელ-სასმელით გამოვძღებით,სწორედ ისეთნი ვხდებით,როგორნიც არ უნდა ვიყოთ.საჭმლის მონელების დროს კუჭი ჩვენს გონებას თავის ჭკუაზე წაიყვანს,მეტისმეტი მოდუნება და მოსვენება კი ავხორცულ სურვილებს აღგვიძრავს,ასე ადვილად რომ გვიმორჩილებს ხოლმე”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (გიოც ფონ ბერლიხინგენი)

ნორბერტ ვინერი და კარლ-უმცროსი ვიტე – (ორი ვუნდერკინდი)

როგორც ცნობილია,კიბერნეტიკის ფუძემდებელ ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ მათემატიკოსსა და ფილოსოფოსს - ნორბერტ ვინერს (1894-1964 წლები) ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში ძალუძდა არა მხოლოდ სამ ენაზე მეტყველება,არამედ სამ ენაზე წერაც კი.