Monthly Archives: დეკემბერი 2017
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„მეტისმეტი,განუსაზღვრელი ძალაუფლება ათას ვაებაგამოვლილ,მორჭმულ მეფესაც კი ურევს გზა-კვალს. კი,მეფეა,მაგრამ ადამიანია,ადამის ძეს კი,მრავალი ცდუნებას სდევს”.
სტეფანე რუდანსკის სულმაღალი თვისება
გამოჩენილი უკრაინელი პოეტი და მთარგმნელი – სტეფანე რუდანსკი (1833-1873 წლები),რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ და ამ სპეციალობით იალტის ერთ-ერთ საავადმყოფოშიც მუშაობდა,ძალიან სულმაღალ და კაცთმოყვარე პიროვნებას წარმოადგენდა.
რატომ დაენგრა ოჯახი კონფუცის?!
„ბედნიერი ოჯახი – დაფუძნებულია ბედნიერ სახელმწიფოზეო”, – აცხადებდა ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე,კონფუციანელობის ეთიკურ-ფილოსოფიური სისტემის ფუძემდებელი – კუნგ ფუძი (ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები),იგივე – კონფუცი.
რატომ არ დარჩა ფერნანდო მაგელანს შთამომავლობა?!
ადელანტადოს ტიტულის მქონე სახელოვანმა პორტუგალიელმა მეზღვაურმა-მკვლევარმა – ფერნანდო მაგელანმა (1480-1521 წლები) რეალობად აქცია ის,რასაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა ქრისტეფორე კოლუმბი.იგი გახდა ადამიანი,რომლის ხელმძღვანელობითაც განხორციელდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ.
რა გარემოებაში აღიზარდა ჯონ ლოკი?!
გენიალური ინგლისელი მოაზროვნის,განმანათლებლისა და ლიბერალიზმის ფუძემდებლად მიჩნეული – ჯონ ლოკის (1632-1704 წლები) პურიტანი მამა – ჯონ (უფროსი) ლოკი,ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი გახლდათ სომერსეტის საგრაფოში და საკმაოდ მაღალი შემოსავალიც გააჩნდა.
სირაკუზელების მახვილგონიერი ხერხი
ანტიკური ხანის სირაკუზას გონიერმა მაცხოვრებლებმა,რომლებიც თავის მხრივ,კუნძულ სიცილიაზე ერთ-ერთი პირველი ბერძნული კოლონიის მოქალაქეებს წარმოადგენდნენ,იმისათვის,რომ იონელები სპარსეთის მეფის წინააღმდეგ აეჯანყებინათ,მათთან მაცნე აფრინეს.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ანტიკურ ხანაში ბერძნები ენციკლოპედიური ცოდნის მატარებელი ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსის მშობლიური ქალაქის მოსახლეობას,მათი გულუბრყვილო ბუნებისა და გაუნათლებლობის (უმეცრების) გამო – „გულწრფელ სულელებად” მოიხსენიებდნენ.
მარტინ ლუთერის დამოკიდებულება ებრაელებისადმი
„ჰოლოკოსტის თეორიტიკოსი”. – ამ სახელწოდებით მოიხსენია საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი ღვთისმეტყველი,გერმანულ ენაზე ბიბლიის პირველი მთარგმნელი და ეკლესიის რეფორმაციის ინიციატორი – მარტინ ლუთერი (1483-1546 წლები) პროფესორმა – დანიელ გრუბერმა,რომელიც სხვა მრავალი სწავლულის მსგავსად ანტისემიტიზმში ადანაშაულებდა მას.
ედგარ დეგას შესახებ…
„ის მუდმივად კომპლიმენტს უძღვნიდა ჩემს გარეგნულ იერს,მაგრამ მასთან ფიზიკური სიახლოვე ყოვლად შეუძლებელი რამ გახლდათ.იმპრესიონიზმის გენია მიიჩნევდა,რომ ქალი შექმნილი იყო არა სიყვარულისათვის,არამედ შთაგონებისათვის”. – წერდა გენიალური ფრანგი მხატვრისა და სკულპტორის - ილერ ჟერმენ ედგარ დეგას (1834-1917 წლები) შესახებ ფრანგი მხატვარი ქალი – სუზანა ვალადონი,
მარკ შაგალის შესახებ…
„ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი სიყვარული აბრწყინებდა ყოველივეს,რასაც კი მე ვქმნიდიო”, – წერდა თავისი მეუღლის – ბელა როზენფელდის შესახებ ბელორუსში დაბადებული ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი მხატვარი და გრაფიკოსი - მარკ შაგალი (1887-1985 წლები),რომლის შემოქმედებითი გენიაც,ერთბაშად,კიდეც აშინებდა და კიდეც იზიდავდა სახვითი ხელოვნების მოყვარულთ.