Monthly Archives: მაისი 2018
რა იყო ნამდვილი მიზეზი ალექსანდრე პუშკინის ტრაგიკული აღსასრულისა?
1830 წლის 18 თებერვალს გენიალური რუსი პოეტი - ალექსანდრე პუშკინი (1799-1837 წლები) სასახლის არისტოკრატიის სალონებით გატაცებულ ულამაზეს გოგონაზე - ნატალია გონჩაროვაზე (1812-1863 წლები) დაქორწინდა.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ომმა ერთი რამ ასწავლა კაცობრიობას: ხალხი ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ომიდან – ის აუცილებლად ამარცხებს ან მტერს, ან საკუთარ უმეცრებას”.
აბდულრახმან-ფაშას კაცთმოძულეობრივი დარიგება თავის მემკვიდრეს
სახელგანთქმულმა ბულგარელმა მწერალმა,მეიგავემ და პოეტმა – სტოიან მიხაილოვსკიმ (1856-1926 წლები) 1897 წელს გამოაქვეყნა საგანგებო ნაწარმოები – „წიგნი ბულგარელი ხალხის შესახებ”,რომელიც თურქი დამყრობლებისა და მათ მიერ ბულგარეთში დამკვიდრებული სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ჯეკ ლონდონი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი – ჯეკ ლონდონი (1876-1916 წლები),რომელიც მოხეტიალე ირლანდიელმა მამამ ჯერ კიდევ დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში უცვნია იგი თავის შვილად,უკიდურეს სიდუხჭირეში აღიზარდა.
დავით მიქელაძე (მეველე) წერდა…
„როდესაც ერთი კაცი მეორეს ატყუებს – ამას სიცრუე ჰქვიან და კანონი სჯის; მაგრამ,როდესაც ერთი ერი მეორეს ატყუებს – ამას კი პოლიტიკა ეწოდება,რომელიც დღეს მოწონებულია და დაჯილდოვებულია მსოფლიო თანაგრძნობით!
რას კრძალავდა ბაკურიანისძის წესდების ოცდამეოთხე მუხლი პეტრიწონის მონასტერში?
ბულგარეთში 1083 წელს ქართველი უფლისწულის – გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ დაარსებული – პეტრიწონის მონასტერი,რომელსაც განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭა ბიზანტიის კეისარმა – ალექსი კომნენმა,თითქმის სრულიად დამოუკიდებელი იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან.
რა სიტყვით გაკიცხა ქართლის კათალიკოსმა – ეტიფანემ ანისის სამღვდელოება?
1218 წლის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლი გვაუწყებს,რომ აღნიშნულ პერიოდში,ანუ გიორგი IV ლაშას მეფობის ჟამს,ანისში ადგილობრივმა სამღვდელოებამ საწმყსოსათვის საეკლესიო მისაცემელი საგრძნობლად გააძვირაო.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ამქვეყნად უამრავი რამ მაკვირვებს,მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად მაინც მაკვირვებს ის,რომ ადამიანს ადამიანობა არ გააჩნია”.
იბერები – „ეპიზოდი”
ძვ.წ.აღ-ით III – ახ.წ.აღ-ით VI საუკუნეებში აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფოს – იბერიის სამეფოსა და მისი მაცხოვრებლების ზნე-ჩვეულებების შესახებ ეჭვმიუტანელი ცნობების გადმოცემით განსაკუთრებით ბერძნული მწერლობა გამოირჩეოდა.