Daily Archives: მაისი 23, 2018

ჯეკ ლონდონი – „ეპიზოდი”

დიდი ამერიკელი მწერალი – ჯეკ ლონდონი (1876-1916 წლები),რომელიც მოხეტიალე ირლანდიელმა მამამ ჯერ კიდევ დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში უცვნია იგი თავის შვილად,უკიდურეს სიდუხჭირეში აღიზარდა.

ხრისტო სმირნენსკი – „გავროშის ძმები”

ქალაქო,შენ ხომ ნაშენები ხარ

სიმრუშითა და უბედურებით?!

დავით მიქელაძე (მეველე) წერდა…

„როდესაც ერთი კაცი მეორეს ატყუებს – ამას სიცრუე ჰქვიან და კანონი სჯის; მაგრამ,როდესაც ერთი ერი მეორეს ატყუებს – ამას კი პოლიტიკა ეწოდება,რომელიც დღეს მოწონებულია და დაჯილდოვებულია მსოფლიო თანაგრძნობით!

რას კრძალავდა ბაკურიანისძის წესდების ოცდამეოთხე მუხლი პეტრიწონის მონასტერში?

ბულგარეთში 1083 წელს ქართველი უფლისწულის – გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ დაარსებული – პეტრიწონის მონასტერი,რომელსაც განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭა ბიზანტიის კეისარმა – ალექსი კომნენმა,თითქმის სრულიად დამოუკიდებელი იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან.

რა სიტყვით გაკიცხა ქართლის კათალიკოსმა – ეტიფანემ ანისის სამღვდელოება?

1218 წლის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლი გვაუწყებს,რომ აღნიშნულ პერიოდში,ანუ გიორგი IV ლაშას მეფობის ჟამს,ანისში ადგილობრივმა სამღვდელოებამ საწმყსოსათვის საეკლესიო მისაცემელი საგრძნობლად გააძვირაო.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ამქვეყნად უამრავი რამ მაკვირვებს,მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად მაინც მაკვირვებს ის,რომ ადამიანს ადამიანობა არ გააჩნია”.

იბერები – „ეპიზოდი”

ძვ.წ.აღ-ით III – ახ.წ.აღ-ით VI საუკუნეებში აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფოს – იბერიის სამეფოსა და მისი მაცხოვრებლების ზნე-ჩვეულებების შესახებ ეჭვმიუტანელი ცნობების გადმოცემით განსაკუთრებით ბერძნული მწერლობა გამოირჩეოდა.

იცით თუ არა,რომ

1. რომის საღვთო იმპერიის ესპანური წარმომავლობის მქონე იმპერატორი ჰაბსბურგთა დინასტიიდან – კარლ V ამბობდა,რომ გერმანულად მხოლოდ საკუთარ ცხენებს ელაპარაკებოდა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ იმ ეპოქაში გერმანელ თავადაზნაურობასა და ინტელექტუალებსაც კი ერცხვინებოდათ გერმანულ ენაზე საუბარი და უპირატესობას ლათინურს ანიჭებდნენ.

„დიშ-ხაკი”

ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ბულგარეთში ოკუპანტებმა ერთი ფრიად უჩვეულო სახის მქონე გადასახადი დააწესეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„არსებობს შემდეგი სახის დიპლომატიური პრინციპი: ყველას დაეთანხმე ყველაფერში,მაგრამ იმოქმედე ისე,როგორც თვითონ გსურს”.