Monthly Archives: სექტემბერი 2018

ჩარლზ დიკენსი – „ქორწინებას თან ახლავს”…

„ქორწინების ღირშესანიშნავ მოვლენას თან ახლავს არა მარტო სიხარული და სიამოვნება, არამედ დიდი სინანულიც,

„დამაკვირდი”

1. „იცით, ადამიანი უცნაური ქმნილებაა. სრულიად უიარაღო მსოფლიოს წინაშე, ამასთანავე რა გაქანების, ძალის მქონე… ამ ძალას მსოფლიო ვერ დაიტევს. ადამიანი იბადება ცხოვრებისათვის სრულიად მოურგებელი, ყოველ მწერზე უფრო შიშველი, უფრო უძლური, რადგან მწერებს მაშინვე შეუძლიათ რაღაც გააკეთონ. მერე კი ნელ-ნელა ამ ადამიანში იღვიძებს უზომო ბატონობისმოყვარულობა… ხომ საოცრებაა?” – ჟან კასუ

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„შეუძლებელია ბოროტებამ სიკეთე შვას”.

ამონარიდი ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიული რომანიდან – „წყურვილი სიცოცხლისა”

„ – მუშაობა? ფუი, რა სისულელეა! რა ფასი აქვს ჩემს ნახატებს? ვის სჭირდება? ვინ იყიდის მათ? ან ვინ იქნება, რომ ერთი გამამხნევებელი სიტყვა მაინც წამოსცდეს, მითხრას, მშვენივრად დაგინახავს ბუნება და ლამაზად გადმოგიხატავსო!

ფრაგმენტი ისტორიის ფურცლებიდან…

როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის დასრულების ჟამს რუსეთის იმპერიის არმიაში ძალიან გახშირდა დეზერტირობის შემთხვევები.

პოლ გოგენის ეგზოტიკური სახელოსნო

რას აღარ ნახავდით დიდი ფრანგი პოსტიმპრესიონისტი ფერმწერის – პოლ გოგენის (1848-1903 წლები), ამ უკიდურესად ახირებული ადამიანის გემოვნებით მოწყობილ სახელოსნოში, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ, ერთობ უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანში.

ისააკ მერიტ ზინგერი – „ეპიზოდი”

1850 წელს ნიუ-იორკში ახლად დასახლებულმა ამერიკელმა გამომგონებელმა და მეწარმემ - ისააკ მერიტ ზინგერმა (1811-1875 წლები) იმავე ქალაქში მცხოვრები ამერიკელი გამომგონებელი – ორსონ ფელპსი გაიცნო. რამდენიმე ხანში, ისააკთან დამეგობრებულმა ორსონმა ზინგერს ამაყად წარუდგინა თავისი ახალი ქმნილების – საკერავი მანქანის ნიმუში, რამაც აღფრთოვანებაში მოიყვანა იგი.

ანაქსაგორა კლაზომენელი – „ეპიზოდი”

გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და ფილოსოფიის იონური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ანაქსაგორა კლაზომენელის (ძვ.წ.აღ-ით 500-428 წლები) მიერ ათენში დაარსებულმა ფილოსოფიურმა სკოლამ მხოლოდ 30 წლის განმავლობაში იფუნქციონირა.

ამონარიდები ჩარლზ დიკენსის რომანიდან – „პიკვიკის კლუბის ჩანაწერები”

„უსიტყვო შემოხედვა, იმის შეგრძნება, რომ გაგაჩნია თუნდაც ერთი ადამიანის თანაგრძნობა, როდესაც ყველამ მიგატოვა, წარმოადგენს ღერძს, დასაყრდენს, ნუგეშს – დიდ უბედურებაში, რომელსაც ვერავითარი განძი ვერ გამოისყიდის”.

„მებრძოლ ათეისტთა კავშირი” – (ეპიზოდი)

საბჭოთა კავშირში 1925-1947 წლებში მოქმედმა – „მებრძოლ ათეისტთა კავშირმა”, რომლის ერთ-ერთ დევიზს წარმოადგენდა ლოზუნგი – „რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალიზმისათვის ბრძოლაა” და რომლის უმთავრეს მიზანსაც რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა, 1939 წელს მთავრობას მიმართა ინიციატივით, ახალი წელთაღრიცხვის ათვლა ქვეყანაში არა იესო ქრისტეს შობის თარიღიდან, არამედ რუსეთის იმპერიაში განხორციელებული რევოლუციის თარიღიდან დაწყებულიყო.