Tag Archives: გენიოსები
იოჰანეს მიულერი – “რეგიომონტანუსი”
იოჰანეს მიულერი დაიბადა 1436 წლის 6 ივნისს გერმანიის ქალაქ კიონინსბერგში (ბავარია).ფსევდონიმი “რეგიომონტანუსი” წარმოადგენს ლატინიზირებულ სახელს მისი მშობლიური ქალაქისა,თუმცა თავდაპირველად ფსევდონიმად იყენებდა ფილიპე მელანქტონის სახელს და ამ ფსევდონიმით წიგნიც კი გამოსცა,სახელწოდებით – “დედამიწის სფერო”.
გრიგორი პელერმანი – “პუანკარეს ჰიპოთეზა”
გრიგორი პელერმანი - რომელიც დაიბადა 1966 წელს ლენინგრადში (თანამედროვე სანკტ-პეტერბურგი),გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი რუსი მათემატიკოსი,რომელმაც ამოხსნა “პუანკერის ჰიპოთეზით” სახელით ცნობილი თეორემა.
არისტოტელე
არისტოტელე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 384 წელს სტაგირში,ათონის მთის სიახლოვეს (უძველესი ქალაქი მაკედონიაში.ძველბერძნული კოლონია ქალკიდეაში),სწორედ ამიტომ მას მოიხსენიებდნენ – სტაგირის სახელითაც.იგი წარმოადგენდა ძველი საბერძნეთის ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსს და მეცნიერ-ენციკლოპედისტს.
სოკრატე
სოკრატე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 470 წლის 4 ივნისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,რომლის სწავლებებმაც “გადატრიალება” მოახდინა ფილოსოფიაში და შეცვალა ადამიანის მხედველობა ბუნებისა და სამყაროს მიმართ.
ჰენდრიკ ანტონ ლორენცი
ჰენდრიკ ანტონ ლორენცი - დაიბადა 1853 წლის 18 ივლისს,ნიდერლანდების ქალაქ არნემში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ნიდერლანდელ ფიზიკოს-თეორიტიკოსს,რომელსაც 1902 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია” ფიზიკის დარგში.
ლეონ ბატისტა ალბერტი
ლეონ ბატისტა ალბერტი - დაიბადა 1404 წლის 18 თებერვალს,იტალიის ულამაზეს ქალაქ გენუაში,კეთილშობილი აზნაურის,ფლორენციული წარმომავლობის მქონე ოჯახში,რომელიც გენუაში,ფლორენციიდან განდევნის შემდეგ დასახლდა.
ჯამბატისტა დელა პორტა
ჯამბატისტა დელა პორტა დაიბადა 1535 წლის 1 ნოემბერს,იტალიის ქალაქ ვიკო-ეკუენსში.იგი წარმოადგენდა დიდ იტალიელ ფილოსოფოსს,ექიმს,ალქიმიკოსსა და დრამატურგს.დელა პორტა თავისი კვლევითი მეთოდებით,შესაძლოა თამამად მივიჩნიოთ,როგორც “პირველი მეცნიერი” ევროპაში (ამ სიტყვის სრული თანამედროვე გაგებით).
ჩჟან ხენი
ჩჟან ხენი - დაიბადა ახ.წ.აღ-ით 78 წელს,ნინიანის პროვინციაში (თანამედროვე ხენანის პროვინცია – ჩინეთი),ღარიბი სახელმწიფო ჩინოვნიკის ოჯახში.იგი წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდესს ჩინელ ფილოსოფოსს,მოაზროვნე-ენციკლოპედისტს,ლიტერატორს,პოეტსა და სახელმწიფო მოხელეს,
არფა აბდულ კარიმ რანდჰავა
არფა აბდულ კარიმ რანდჰავა - დაიბადა 1995 წლის 2 თებერვალს,პენჯაბის პროვინციის ქალაქ ფეისალაბადში (პაკისტანი).იგი წარმოადგენდა იმ პაკისტანელ,სკოლის მოსწავლე გოგონას,რომელიც 2004 წელს,9 წლის ასაკში გახდა,ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული პროფესორი,საყოველთაოდ ცნობილი კომპანიის “Microsoft”-ის.
ტერეს (ტერი) ჩი შენ ტაო
ტერეს (ტერი) ჩი შენ ტაო - დაიბადა 1975 წლის 17 ივლისს,სამხრეთ ავსტრალიის შტატის ყველაზე დიდ ქალაქში ადელაიდაში.იგი წარმოადგენს ჩინური წარმომავლობის მქონე,ერთ-ერთ უდიდეს ავსტრალიელ მათემატიკოსს,რომელიც ძირითადად მუშაობს კერძოწარმოებულიან დიფერენციანულ განტოლებებში,კომბინატორიკაში,ჰარმონიულ ანალიზში,წარმოდგენის თეორიასა და ანალიზურ რიცხვთა თეორიაში.