“კა”

“კა” - მას ასევე ხშირად მოიხსენიებენ,როგორც - ლამი.იგი წარმოადგენს მდინარეს,რომელიც მიედინება ვიეტნამსა და ლაოსში.

“ელგონი”

“ელგონი” - წარმოადგენს ჩამქრალ ვულკანს და განეკუთვნება ფარისებრი ვულკანის სახეობას,რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის პლატოზე,ვიქტორიას ტბის ჩრდილოეთით უგანდისა და კენიის საზღვრის სიახლოვეს.

ჰუანაკო

ჰუანაკო - ლათინურად “Lama guanicoe”,წარმოადგენს ძუძუმწოვარ ცხოველს ლამასებრთა სახეობის,აქლემისებრთა ოჯახისა.პირველად აღნიშნული ცხოველის შესახებ ევროპელებს ინფორმაცია მიაწოდა დიდმა ესპანელმა გეოგრაფმა,სასულიერო პირმა და ისტორიკოსმა – პედრო სესა დე ლეონმა (1518-1554 წლები),თავის მეირ 1553 წელს დაწერილ უმნიშვნელოვანეს წიგნში “პერუს ქრონიკები”.

აკაკი ბაქრაძე – “ქართული მწერლობის შესახებ”

“განა მიხეილ ჯავახიშვილის პირით არ გაგვაფრთხილა ქართულმა მწერლობამ,რომ საქართველო თეიმურაზ ხევისთავის ბედში ჩავარდებოდა,თუ უცხოს ბრმად მიენდობოდა?…

მერაბ კოსტავას მოსაზრება…

“შესაქმის პირველ თავებში გვამცნობენ,რომ ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი ხატად თავისად.თუ კი ადამიანი ხატია ღვთისა,მასში უმთავრესი ღირსება შესაბამისად იგია,რაც უმთავრესია ღვთაებაში.ღმერთში კი უპირველესია სიყვარული,თავისუფლება და აქტიური შემოქმედებითი უნარი.მაშასადამე,მის ხატში,ადამიანშიც ეს იმპულსები უნდა მივიჩნიოთ უმთავრესად”. (ავტორი გენია.ჯი)

ამონარიდი გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან – „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”

„ – ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი – ხმადაბლა, კრძალვით ამბობს რესპოდენტი, – ყველაზე საშინელს, უსიამოს,

ალექსანდრე მაკედონელის მსოფლმხედველობა…

“ალექსანდრე… არად აგდებდა არისტოტელეს რჩევას… მოქცეოდა ბარბაროსებს,როგორც მხეცებს და მცენარეებს,რადგან ამით ის ნამდვილად აავსებდა საკუთარ იმპერიას შინაომებით,… საიდუმლო შეთქმულებებით.

ტიმოთი ლირის მოსაზრებები…

1. როდესაც გავიგე,რომ სასიკვდილო სენით ვიყავი დაავადებული (ტიმოთი ლირი გარდაიცვალა კიბოს დაავადების შედეგად),ძალიან შევშფოთდი,რადგან მივხვდი რომ სწორედ ეხლა იწყებოდა ჩემში ნამდვილი ბრძოლა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

ძველი ისტორიკოსები – “ჰუნების” შესახებ წერდნენ…

“ჩალურსმნულებივით ზიან თავიანთ გაკაჟებულ ცხენებზე… თავდასხმის დროს,ბრძოლას იწყებენ სოლისებური წყობით და თან გულისგამგმირავად ყვირიან.ჰუნები მსუბუქად შეიარაღებულნი,დიდი სისწრაფით წარმოუდგენელი მოძრაობების გაკეთება შეუძლიათ,უცებ მარაოსებურად გაიშლებიან და ირგვლივ ხოცვა-ჟლეტას იწყებენ.

იგნასიო ლოპეს დე ლოიოლა – “სულიერი ვარჯიშის შესახებ”

“როგორც მარშირება და სირბილია სხეულის ვარჯიში,ისე სულიერი ვარჯიში ჰქვია სულის მომზადებას ყოველი ბიწიერი ზრახვების განსადევნად,განწმენდის შემდეგ საკუთარი ცხოვრების წესში ღვთის ნების ძიებას და პოვნას სულის საცხონებლად.