Tag Archives: ციტატები

ალფრედ დობლინი წერდა…

„ადამიანში მთავარი თვალები და ფეხებია! სამყაროს დანახვა და მასთან მისვლა უნდა შეგეძლოს”.

ჯემალ ქარჩხაძე წერდა…

„ხატს დარაჯად უნდა დაუდგე, რათა არაფერი უხეში, არაფერი მდაბალი, არაფერი ყოველდღიური და თუნდაც ადამიანური არ მიეკაროს, ხატს მტვერი უნდა გადაწმინდო და, როცა კედელზე გიკიდია, კედელსაც უნდა გადაწმინდო მტვერი”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ადამიანებს ვერ გადააკეთებ”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ჯოჯოხეთის იდეა ადამიანს პირველად მაშინ დაებადა, როცა ვაშლით გამოტყვრა”.

ლევან გოთუა წერდა…

„მეც ჩემებურ ჯვარს ვატარებ!..”

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„მეორემ პირველზე მეტი იცის, ხოლო ბოლოს მთქმელმა ყველაზე უმეტესი!”

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ცუდია ის მრჩეველი, რომელსაც თავად სხვისი რჩევა არ ეყურება”.

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი წერდა…

„უთანასწორო ქორწინებას, უთანასწორო მეგობრობისა არ იყოს, ხეირი იშვიათად მოაქვს”. 

„დამაკვირდი”

„მე არ ვიცი, რა უნდა ხალხს, მაგრამ კარგად ვიცი, რა არგებს მას”. – დავიდ ბენ გურიონი

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი წერდა…

„არის წუთები, როცა ყველაფერს ნათლად შეიცნობ და როდესაც ღმერთის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მსჯავრი ისე ცხადად და მკაფიოდ წარმოგიდგება, რომ, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს მისი გამოცხადება და როგორც არ უნდა გინდოდეს მისგან თავის დაღწევა, მაინც ვერსად გაექცევი”.