Tag Archives: საინტერესო ფაქტები
თემურლენგი – „ეპიზოდი”
„კოჭლ თემურად” წოდებულ საქართველოს დაუძინებელ მტერს, შუააზიელ მხედარმთავარს – თემურლენგს (1336-1405 წლები) საკუთარ თავზე ერთობ დიდი წარმოდგენა გააჩნდა. იგი მოქმედებდა პრინციპით: „ის, ვისაც თავისთავი არ მოსწონს, იგი სხვასაც არ მოეწონებაო”
ერნესტ მილერ ჰემინგუეი & ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
ერნესტ მილერ ჰემინგუეიმ და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა ერთმანეთი პარიზში გაიცნეს. იმ პერიოდში ფიცჯერალდი სახელგანთქმულ ამერიკელ მწერალს წარმოადგენდა, ხოლო ჰემინგუეი კი ლიტერატურულ ასპარეზზე ახლადფეხშედგმული,
ჰარუკი მურაკამი – „ეპიზოდი”
ჯაზზე და ზოგადად, მუსიკაზე ფანატიკურად შეყვარებულ დიდ იაპონელ მწერალს – ჰარუკი მურაკამის, ლიტერატურულ ნაწარმოებზე მუშაობის ერთობ უცნაური მეთოდი აქვს გამომუშავებული.
მარინა ცვეტაევა – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი პოეტი ქალი – მარინა ცვეტაევა (1892-1941 წლები) და ცნობილი რუსი პუბლიცისტი – სერგეი ეფრონი 1912 წელს დაქორწინდნენ.
ბენჯამინ ფრანკლინი – „ეპიზოდი”
„ერის მამად” წოდებული ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძებელთაგანი - ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები) პოეზიის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ უარყოფითად იყო განწყობილი.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”
ბევრ სახელოვან ადამიანს პირადი ჰიგიენის მიმართ ძალიან გულგრილი და ხშირ შემთხვევაში, აგდებული დამოკიდებულებაც კი გააჩნდა.
რეი ბრედბერი – „ეპიზოდი”
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის დიდოსტატმა ამერიკელმა მწერალმა – რეიმონდ დაგლას ბრედბერიმ (1920-2012 წლები), რომლის წინაპრებსაც აშშ-ი დასახლებული პირველი ინგლისელები წარმოადგენდნენ, თავისი ბავშვობის, სიყმაწვილისა და ახალგაზრდობის წლები უკიდურეს სიღარიბეში გალია.
სოფოკლეს შესახებ…
„მას ისევე უყვარდა ვაჟები, როგორც ევრიპიდეს უყვარდა ქალებიო”. – ასეთი ამორალური სახის მქონე ჩანაწერი გააკეთა გენიალური ძველ ბერძენი დრამატურგის, ევრიპიდესა და ესქილეს „თანატოლი” ტრაგიკოსის – სოფოკლეს (ძვ.წ.აღ-ით 496-406 წელბი) შესახებ ცნობილმა ძველ ბერძენმა მწერალმა – ათინაიოსმა თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომში – „ბრძენთა ნადიმი”.
„მილიონი სპილოსა და თეთრი ქოლგის ორდენი”
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებული ქვეყნის – ლაოსის სამეფოს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს 1975 წლამდე – „მილიონი სპილოსა და თეთრი ქოლგის” ორდენი წარმოადგენდა.
მარკიზ დე სადი – „ეპიზოდი”
სკანდალებსა და შარებში მუდმივად გახვეული ცნობილი ფრანგი არისტოკრატი, მწერალი და ფილოსოფოსი – დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი (1740-1814 წლები), იგივე – მარკიზ დე სადი, რომლის სახელიც დღემდე ასოცირდება – სადიზმსა და მაზოხიზმთან, ან მოკლედ რომ ვთქვათ – სადომაზოხიზმთან, ამტკიცებდა, რომ ადამიანის მოკვლის უფლება მხოლოდ და მხოლოდ მისივე მსგავს ქმნილებას გააჩნდა და არა რომელიმე საზოგადოებრივ ინსტიტუტს ან, სახელმწიფოს.