Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ოშო – „ეპიზოდი”

„მე მდიდართა გურუ ვარ. დედამიწაზე არსებობს საკმარისი რელიგიები, რომლებიც ღარიბებით არიან დაკავებულნი. ამიტომ, გთხოვთ, დამიტოვოთ უფლება დავკავდე მდიდრებით”. – ეს სიტყვები თავის დროზე წარმოთქვა „ოშო”-დ წოდებულმა საყოველთაოდ ცნობილმა ინდოელმა სულიერმა მოძღვარმა და ფილოსოფოსმა – ჩანდრა მოჰან ჯაინიმ (1931-1990 წლები).

ენგას ხალხი – „ეპიზოდი”

პაპუა-ახალი გვინეის კუნძულოვან სახელმწიფოში, კერძოდ კი, ენგას პროვინციაში მაცხოვრებელ – ენგას ეთნიკური ჯგუფის ხალხში (პაპუასებში), რომელშიაც სრული პატრიარქატია გაბატონებული, ქალსა და მამაკაცს, მათ შორის ცოლ-ქმარსაც კი, თავთავიანთი სახლები გააჩნდათ და შესაბამისად, განცალკევებულადაც ცხოვრობდნენ.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად…

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში განთავსებული კუბური ფორმის მქონე უდიდესი მუსულმანური სიწმინდე – „ქააბა”, რომლის აგება ღმერთმა ოთხი ათასი წლის წინათ დაავალა აბრაამსა და ისმაელს, თავისი არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე იქნა გადაკეთებული.

ზულუს ხალხის „დილის პროცედურა”

ერთ-ერთი აფრიკული ეთნოსის – ზულუს ხალხს, სხვადასხვა უცნაურ წეს-ჩვეულებებთან ერთად, ფრიად უჩვეულო ცერემონიის ჩატარებაც ახასიათებდა.

ტომას ალვა ედისონი – „ეპიზოდი”

ელექტროფიკაციის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე – ტომას ალვა ედისონი (1847-1931 წლები), იმ კანდიდატებთან, რომლებიც სახელგანთქმული მეცნიერის ასისტენტობისაკენ ისწრაფვოდნენ, ერთობ უჩვეულო მეთოდით ანხორციელებდა გასაუბრებას.

ეჟენ სკრიბი – „ეპიზოდი”

ცნობილი ფრანგი დრამატურგი – ოგიუსტენ ეჟენ სკრიბი (1791-1861 წლები), გასაოცარი შრომითუნარიანობით გამორჩეული ლიტერატორი გახლდათ.

მარტინ ბორმანი – „ეპიზოდი”

ფიურერის უახლოესი გარემოცვის წევრი და მისი პირადი მდივანი - მარტინ ბორმანი (1900-1945 წლები), რომელსაც თიკუნად მეტად მრავლისმეტყველი სახელი – „ჰიტლერის ჩრდილი” შეურჩიეს, არაერთხელ გამხდარა ადოლფის მხრიდან რისხვის ობიექტი.

ასე ხდებოდა ოდესღაც სინგაპურში…

მსოფლიოს ერთადერთ ქალაქ-სახელმწიფო – სინგაპურში, რომელმაც თანამედროვე ეპოქაში სახელი გაითქვა ქვეყანაში გამეფებული გასაოცარი წესრიგით, XIX საუკუნეში, ანუ ინგლისელთა კოლონიზაციის პერიოდში, სრული ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა.

ნიკოლოზ გოგოლი – „ეპიზოდი”

სხეულზე სულის გასამარჯვებლად გამართული სასტიკი ბრძოლა, რომელიც უკრაინული წარმომავლობის მქონე რუსმა მწერალმა – ნიკოლოზ გოგოლმა (1809-1852 წლები) აწარმოა საკუთარ არსებაში, ლიტერატორის გარდაცვალებით დასრულდა.

ფრიდრიხ ნიცშე – „ეპიზოდი”

თვითმყოფადი ფილოსოფიური სწავლების გერმანელ ფუძემდებელს – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს (1844-1900 წლები), მუსიკის მიმართ დიდი სიყვარული პატარაობიდანვე თან სდევდა. იგი არა მხოლოდ შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე, არამედ მუსიკალური ნაწარმოებების შემქნითაც კი კავდებოდა ხოლმე.