Tag Archives: საინტერესო ფაქტები

კურტ ვონეგუტი – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, გერმანული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი ამერიკელი მწერალი-სატირიკოსი – კურტ ვონეგუტი (1922-2007 წლები), მუსიკის დიდი მოყვარული პიროვნება იყო.

ვინსენტ ვილემ ვან გოგი – „ეპიზოდი”

„წმინდა პავლე მავზოლიელის თავშესაფრად” წოდებული სენ რემის სულით ავადმყოფთა საავადმყოფოს ალაყაფის კარს მიღმა მყოფმა ნიდერლანდული ფერწერის დიდოსტატმა – ვინსენტ ვან გოგმა (1853-1890 წლები), რომელსაც თავისი პალატის დამრეც საწოლში ძილი იშვიათად თუ მიეკარებოდა ხოლმე,

მიხეილ გლინკა – „ეპიზოდი”

რუსული ოპერის „მამად” წოდებული დიდი რუსი კომპოზიტორი – მიხეილ გლინკა (1804-1857 წლები) თითქმის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იმყოფებოდა დედის – ევგენია გლინკა-ზემელკას (1784-1851 წლები) განსაკუთრებული მზრუნველობისა და ზეგავლენის ქვეშ.

ემილ გოგენი – „ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინჟინრად მომუშავე სახელოვანი ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის – პოლ გოგენის უფროსმა ვაჟმა – ემილ გოგენმა,

იოჰანეს ბრამსი – „ეპიზოდი”

გენიალური გერმანელი კომპოზიტორისა და პიანისტის – იოჰანეს ბრამსის (1833-1897 წლები) ბიოგრაფთა გადმოცემის თანახმად ირკვევა, რომ რომანტიზმის პერიოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მუსიკოსი ძალიან რთული ხასიათით გამორჩეული პიროვნება იყო.

პოლინა ბონაპარტის შესახებ…

როგორც ცნობილია, მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ მხედართმთავარს – ნაპოლეონ ბონაპარტს სამი ღვიძლი და ჰყავდა – ელიზა, კაროლინა და პოლინა, რომელთაგანაც ყველაზე ახლო ურთიერთობა საფრანგეთის იმპერატორს ამ უკანასკნელთან გააჩნდა.

„მებრძოლ ათეისტთა კავშირი” – (ეპიზოდი)

საბჭოთა კავშირში 1925-1947 წლებში მოქმედმა – „მებრძოლ ათეისტთა კავშირმა”, რომლის ერთ-ერთ დევიზს წარმოადგენდა ლოზუნგი – „რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალიზმისათვის ბრძოლაა” და რომლის უმთავრეს მიზანსაც რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა, 1939 წელს მთავრობას მიმართა ინიციატივით, ახალი წელთაღრიცხვის ათვლა ქვეყანაში არა იესო ქრისტეს შობის თარიღიდან, არამედ რუსეთის იმპერიაში განხორციელებული რევოლუციის თარიღიდან დაწყებულიყო.

ნიკოლოზ ნეკრასოვის შესახებ…

„არც ერთ სახელოვან რუს პოეტს არ დაუწერია იმდენი ცუდი ლექსი შეუდარებლად გენიალურ ქმნილებებთან ერთად, რამდენიც ნეკრასოვსო”, – ერთ ხმაში ამტკიცებდნენ დიდი რუსი პოეტისა და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად აღიარებული – ნიკოლოზ ნეკრასოვის (1821-1877 წლები) შესახებ კრიტიკოსები.

კონფუცის დამოკიდებულება ლაო-ძისადმი

ჩინური ისტორიოგრაფიის მამად წოდებული – სიმა ციანის მიერ დაწერილი გრანდიოზული ნაშრომი – „შიჯი”, იგივე – „ისტორიული ჩანაწერები” გვამცნობს, რომ ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში მოღვაწე ერთ-ერთ უდიდეს ჩინელ ფილოსოფოსს – ლაო-ძის, რომელიც უკვე ხანდაზმულ ასაკში იმყოფებოდა (ერთი ვესრიის თანახმად, ლაო-ძი 160 წლის ასაკში გარდაიცვალა),

ვალენტინა ვლადიმიროვა – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, გამოჩენილი რუსი მწერლის – გავრილ ტროეპოლსკის მიერ დაწერილი თხზულების მიხედვით 1977 წელს გადაღებულ ყველასათვის საყვარელ კინოფილმში – „შავყურა თეთრი ბიმი”, ერთ-ერთი გმირის სახე, კერძოდ კი ბიმიზე გადამტერებული „ბოროტი მეზობელი ქალის” როლი რუსმა მსახიობმა ქალმა – ვალენტინა ვლადიმიროვამ (1927-1994 წლები) განასახიერა.